x
image
ბატონოგედი
როგორ მოახერხეთ ?!
ერთი საათის წინ ბედნიერი ვიყავი. ერთი საათი გავიდა და დაღლი

image
ვარ. ხშირად მგონია რომ ადამიანი

ვარ. თვალებს, ყურებსა და კეფის ზემოთ რომ მაქვს, გამუდმებით ხტუნავ და არ მასვენებს. სულ რაღაც უნდა, სულ უკმაყოფილოა. ხანდახან არის ნათელი ჩავარდნები, ვერ ვიტყვი რომ ამ დროს მშვიდადაა მაგრამ არ მაწუხებს.

შენ ხომ ჩვეულებრივი ადამიანი ხარ?! როგორ მოახერხე ეგ? შვიდი მილიარდიდან ერთადერთი იყავი. ერთადერთი იყო შვიდივე მილიარდი. აბა როგორ მოახერხეთ რომ ყველა ერთმანეთს გავხართ?!


რომ ჩვეულებრივები ხართ?! ალბათ მე ადამიანი არ ვარ. მე ის ვარ ადამიანსა და ადამიანს შორის რომაა. მაშინაც კი მძულხართ როცა მიყვარხართ და ჩემი სიძულვილიც სიყვარულითაა გაჟღენთილი.

image
ადამი, კაცი რომელსაც არ ეშინოდა

კაცი რომელიც ერთი იყო და ყველა. ჩვენ კი ყველა ვართ და ცალცალკე, ერთი ვართ და ნაწილი. ჩემი განსხვავებულობა ბანალურია,

ჩემი მსგავსება უღიმღამო. მე ნუ დამინდობთ და თქვენ დაგითმობთ. მე მარგტო არ ვარ, აქ ჩემს შუბლთან ისევ დახტუნავს რაღაც

და ალბათ არ მომასვენებს.

2
56
8-ს მოსწონს
ავტორი:ბატონოგედი
ბატონოგედი
56
  
2012, 6 დეკემბერი, 22:56
მადლობა.
2012, 6 დეკემბერი, 22:53
მართლა მეგონა, რომ ბოლოში რომელიმე ცნობილი ან ნაკლებად ცნობილი მწერლის სახელს წავიკიტხავდი... იმიტომ კი არა რომ შენ ასეთების წერა არ შეგიძლია, არამედ იმიტომ რომ შენგან ასეთები იშვიათია... ძალიან მომეწონა რაა...
0 1 2