x
image
ბატონოგედი
ერთხელ ყაზბეგს
დილით ნისლები დაწურეს,

აგვიკანკალდა მუხლები,

მაღლა მთის წვერებს შემორჩა

სითეთრე მთლად ხელ უხლები.



აღარც კოცონმა გვიშველა,

არც შეშა იყო სამყოფი,

ღამით კურატი გვიტევდა,

არც გზაზე გვყვავდა გამყოლი.


ერთურთს ბურუსმა გაგვყარა,

ჩვენგანღა დარჩა ლაქები,

კვნესა თოფივით გავარდა,

შეშინებული ქალების.


შუადღით გამოიდარა,

სიყვითლე ცაზე აბურთდა,

საბანი წამოიხადა,

ჩვენს ზემოთ სივრცე გალურჯდა.


ყაზბეგს ვიყავით ერთხელა,

ყაზბეგს გვციოდა, გვაწვიმდა.

მას მერე მთები მიყვარან,

გული აღარსად გაცივდა.

image

0
25
6-ს მოსწონს
ავტორი:ბატონოგედი
ბატონოგედი
25
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0