- პაპა! ე გავერანებული ვენახი ვისია? არც გაფურჩქვნა-წამლობისა რომ არაფერი ეტყობა და არცა რწყვისა.
- ეჰ, ეგა, შვილო, ჭოლაანთ გოგიასია. იცი, რა გამრჯე ხელი ჰქონდა, იმ საცოდავსა?! ამ არემარეში მაგის ზვრებზე უკეთესსა კაცი ვერა ნახამდა, მაგრამა...
- რა მაგრამა, პაპა?
- ავარიაში მოყვა, შვილო, შარშანწინა. ჰოდა, შრომის უნარი დაჰკარგა. კარმიდამოში თუ წაიჩუ...
|
|