- მამი, მამი, მომიყევი რა, ზღაპარი! - ეხვეწებოდა პატარა ალექსანდრე მამას.
- ჰო, შვილო, ახლავე!
იყო და არა იყო რა, იყო ერთი კაცი, რომელიც ტყეში დადიოდა, ჩიტებს იჭერდა, ჩასვამდა გალიაში, გაიტანდა ბაზრობაზე, ყიდდა და ამით ირჩენდა თავს. ერთ დღეს, როდესაც ტყეში შევიდა, უცებ ძალიან ლამაზი ჩიტი მოფრინდა და ხეზე დაჯდა. კაცს გაუხარდა, ის იყო უნდა დაეჭირა, რომ ჩიტმა ენა...
ერთ ქალაქში გაშენებული იყო ზოოპარკი, სადაც ბევრი ცხოველი იმყოფებოდა:ლომი, დათვი, ვეფხვი, მაიმუნები, მგელი, ბეჰემოთი, აქლემი და ა.შ. ყველას ცალ-ცალკე გალია ჰქონდა, აჭმევდნენ, უვლიდნენ. ყოველ საღამოს ასობით ბავშვი მიდიოდა მათ სანახავად, მაგრამ ისინი თავიანთ თავებს მაინც არ ჰგვანდნენ. მხოლოდ ერთი ფიქრი აწუხებდათ, თავი დაეღწიათ აქაურობისთვის და ტყეში გაენავარდათ. აქ...
|
|