პროზა ტყეში დაკარგული ბავშვის ამბავი 2012, 8 აპრილი, 0:10 პაპა და შვილიშვილი ტყეში წავიდნენ. პაპამ გიორგის უთხრა: მე შეშას მოვძებნი, შენ კი სოკოები დაკრიფე და ისევ იმ ადგილზე შევხვდეთო. გიორგიმ დაიწყო სოკოების კრეფა და ისე გაერთო, რომ შუა ტყეში აღმოჩნდა. დარჩა მარტო. დაღამდა, ძალიან შეეშინდა. ის იყო უნდა ეტირა, რომ გაახსენდა პაპას ნათქვამი, თუ ტყეში მოხვდები, ხეების მიხედვით უნდა გამოაგნო გზაო. პაპამ ისიც უთხრა, ჩვენი სოფელი ტყის დასავლეთით მდებარეობს, ხავსიანი ხეები უნდა მოძებნო, საითაც ხეებს უფრო მეტი ხავსი ექნებათ, ის იქნება ჩრდილოეთი, მის პირდაპირ - სამხრეთი, ყველაზე მშრალი მხარე იქნება აღმოსავლეთი, მის პირდაპირ - დასავლეთი. გიორგიმ იმავე წუთს დაიწყო ხავსიანი ხეების ძებნა, მართლაც ნახა ყველაზე ხავსიანი ხე და ზუსტად ისე მოიქცა, როგორც პაპამ უამბო. რადგან სოფელი ტყის დასავლეთით იყო, წავიდა დასავლეთისკენ და სულ მალე მივიდა ტყის სათავეში, სადაც პაპა ელოდებოდა. პაპა ნამტირალევი და შეშინებული დახვდა. გიორგის გაეცინა და ჰკითხა: ” მე არ მიტირია და შენ ამოდენა კაცი ტირიხარ?” პაპამ უთხრა”მე შენზე ვნერვიულობდიო”. გიორგიმ კი უპასუხა: - ”ტყუილად გინერვიულია, მე შენი მონაყოლი გამახსენდა და დავბრუნდიო”. პაპას ძალიან გაეხარდა, გიორგიმ მისი ნათქვამი რომ არ დაივიწყა და დაჰპირდა, რომ კიდევ ბევრ ასეთ ამბავს მოუყვებოდა და თუ ასე კარგად დაიმახსოვრებდა ცხოვრებაში არ წააგებდა. 711 3-ს მოსწონს
|