პროზა წიგნისა დ კომპიუტერის შეხვედრა 2012, 31 მარტი, 18:56 - გამარჯობა მოხუცო! როგორ ბრძანდებით? - მიესალმა კომპიუტერი წიგნს.
- კარგად, კარგად. თუმცა რაღა კარგად. არავის აღარაფერში არ ვჭირდები. უკვე მოვხუცდი. ყველამ გადამაგდო. ახალგაზრდა რომ ვიყავი, ბავშვებიდან დაწყებული მოხუცების ჩათვლით ყველას ვუყვარდი. ერთი სული ჰქონდათ, როდის გადამფურცლავდნენ. ეხლა ვარ ჩემთვის, თაროზე შემოდებული. ჰოდა, გადავწყვიტე გამესეირნა და ქუჩაში გამოვედი. შენ ხომ ჩემი შემცვლელი ხარ, თანაც ახალგაზრდა. ყველას უყვარხარ, მაგრამ...
- რა მაგრამ? ფიქრობ, ალბათ მეც დავბერდები და აღარავის ვემახსოვრები, ხომ?
- არა, როგორ გეკადრება?
- იცი რას გეტყვი? შენ ეხლაც საჭირო ხარ ყველასათვის, მათ შორის ჩემთვისაც. შენ რომ არ ყოფილიყავი, მე ვინ გამომიგონებდა. თანაც შენ ფურცლებზე რაც წერია მე არა მარტო ვკითხულობ, არამედ, ჩემს ფაილებში ვინახავ კიდეც. რომ არ ყოფილიყავი, რას შევინახავდი? - მართლა? - გაუკვირდა წიგნს. შენ ახალგაზრდობაში მაინ უყვარდი ყველას. მე კიდევ მარტო ბავშვებს ვუყვარვარ, თანაც თამაშებისთვის. დიდები ვერ მიტანენ: ასხივებსო, მავნებელიაო, ერთ საათზე მეტი არ შეიძლება მასთან ჯდომაო და ა.შ. შენ უფრო ბედნიერი ხარ. ეხლაც თუ ვინმე გადაგშლის, თვალს ვერ გწყვიტავს. თანაც არავინ ეუბნება თავი დაანებე, ღამეა, ნუ კითხულობო. ასე საუბრობდნენ დიდხანს წიგნი და კომპიუტერი. ვერ დაადგინეს რომელი უფრო ბედნიერი უნდა ყოფილიყო. უცებ გზაზე ერთი პატარა ბიჭი დაინახეს. დაუძახეს და ჰკითხეს: - რომელი უფრო მეტად გჭირდებით ადამიანებს? - ორივე! - უპასუხა ბიჭმა - მე ორივე ძალიან მიყვარხართ. წიგნი და კომპიუტერი გახარებულები დაბრუნდნენ სახლებში. წიგნი თითქოს გაახალგაზრდავდა, კომპიუტერი კი უფრო დაბრძენდა და თითქოს ერთნაირი ასაკისანი გახდნენ. მათ სჯეროდათ ბავშვის, რომლის ნათქვამი გულწრფელი უნდა ყოფილიყო. 78 4-ს მოსწონს
|