ადმიანს თავისი განვლილი ცხოვრება უფრო აშინებს ვიდრე სიკვდილი, იცის რომ არაფრის გამოსწორება არ ძალუძს, ისიც იცის რომ მასავით დამნაშავეა ყველა მის გარშემო, მასავით ცოდვილი და უბედური, უბედური თავის ნამოქმედარით, საქმით, ფუჭად გადაყრილი წლებით და სულიერი უკმარისობით, რომელიც სულ ამოსძახებდა სადღაც სიღრმიდან, გულის უფრსკრულიდან ცდილობდა ხმა მიეწვდინა, მაგრამ ვერ გაიგო, ვერ შეიგრძნო. ს...
სადღაც დაიქცა ღვინო და ჯამში ელავს წვეთები მარადისობის, გეძახდი გუშინ ღრუბლებით მთვრალი, სევდიანი და უსუსური, ახლა არ ვიცი სად დათრევდა ქარები ამ ხმას, ჯერ არ ამოსულს და უკვე გამხმარს, გაცრეცილს ზამთრის დღესავით. ნეტავ რომელი ქუჩა მიხმობდა ასე რომ ძგერდა გული საბრალო, ან რომელ ცაზე მიცურავდნენ ფანტაზიები, ხელში იებით და იმედებით.
მიყვარდიიიი ...
სიგიჟემდე , როგორ ფაქიზად და აღტ...
2013, 24 თებერვალი, 19:36
|
|