x
image
აკაკი79
ორი საწყისი

არ ვიცი საიდან დავიწყო ან როგორ გამოვხატო ის სიმძიმე, სევდა, სინანული და ზიზღი რომელიც შიგნიდან მანადგურებს, გულს აწვრილებს და ანაწევრებს. არ ვიცი რა ქვია ამას, ყოველი სიტყვა მიესადაგება და ამავე დროს ერცერთი ვერ განსაზღვრავს ვერ აკმაყოფილებს ამ უსაშინლეს ტკივილს და ძრწოლვას. ნელა უახლოვდები საბოლოო წერტილს რომელიც ბოლოს მოუღებს ტანჯვას, ვრწმუნდები რომ ამაზე მეტი ჯოჯოხეთი მართლაც არ არსებობს, ამაზე დიდი ტკივილი წარმოუდგენელია. ვძრწი და შეშინებული თვალებით ვიხედები უფრსკრულებში, სიცარიელეში, სიბნელეში, საიდანაც შეშლილი სახეები მიყურებს, სადაც ინთქმევა ადამიანებს იმედები და ფამტაზიები. ცეცხლოვან ზღვაში მივცურავ და მწვავს ყოველი ტალღა, ნაფოტებად იქცევა ჩემი უბადრუკი ნავი და ვიცი გადამყლაპავს ხანძარი. ვხედავ როგორ იწვის ჩემი თვითოეული ნაწილი, ჩემი სხეული ნაცრად იქცევა და მაინც არ ცხრება ულმობელი ცხოვრება. დაუნდობელია ეს მდუღარე ოკეანე, უნდა რომ ცოცხლად მომხარშოს, საკუთარ ხატში გამომწვას და მაინც არ მომცეს შვება თუგინდ ცოტა ხნით. ჯერ კიდევ მქონდა პატარა კუნძული, როცა გვამებმა დაიწყეს ჩემს ირგვლივ სიარული, როცა ლოგინებიდან წამოდგნენ მკვდრები მე ჩემს კუნძულზე ვიხიზნებოდი, ახლა კი ჩაიძირა ეს პატარა ნავსაყუდელიც და დავრჩი ფეხებში მიწა გამოცლილი. ნეტავ ვინმეს შეეძლოს ჩემი გაგება და თანაგრძნობა, როდესაც იმედს კარგავ ადამიანების მიმართ რაღა დაგრჩენია გარდა იმისა ზურგი აქციო ყოველივეს რაც აქნამდე გიყვარდა, გსიამოვნებდა და სასიცოცხლო ძალას გაძლევდა. წახვიდე საერთოდ ყველაფრიდან და დარჩე მარტო უკიდეგანო სივრცეში რასაც სამყაროს ეძახიან. ჩემი გული, ჩემი საბრალო ადამიანური გული როგორ დაიტანჯა, როგორ დაისერა და განადგურდა, ვინ იცის, ვინ გაიგებს, ვინ უთანაგრძნობს, მას ხომ დღესაც უყვარს ყოველივე, ყოველი მოძრაობა თუ ჩუმი გაფაჩუნება, ყოველი სიცოცხლის ელემენტარული გამოვლინება და ისიც კი რამაც ნაცრად აქცია ჩემი სული. ოხრავს საბრალო და ვერ მიმხვდარა რომ დამთავრდა ყველფერი, უფრო სწორად არ ეჯერება რომ ყველაფერი ასე უნდა დამთავრებულიყო, რომ არარად უნდა ქცეულიყო და ნაცარივით გაფანტულიყო ჰაერში. რა ქნას უთქმელმა მწუხარებამ, გამოუხატველმა სიკვდილმა, შინაგანმა გარდაცვალებამ მითხარით ვინმემ თუ ჩემსავით სიგიჟემდე გვყვარებიათ მთელი სამყარო, რა ქნას შავ ხვრელში მოხვედრილმა სულმა. გთხოვთ ამიხილეთ თვალები და ოდნავ მაინც მაგრძნობინეთ ის სიყვარული რომელსაც თქვენს მიმართ განვიცდი. გთხოვთ შემიწყალეთ და ერთი მცირე ადგილი მარგუნეთ თქვენს გულში, გთხოვთ ნუ გაწირავთ ნუ მოისვრით თქვენი ნატერფალის მკოცვნელს, პატარა მიწის გროვას. ვიცი დარჩება ჩემი ხმა, ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა და განწირული გადავეშვები ცხოვრების კიდედან, იქ სიცარიელეში და სიბნელეში მომიწევს სამუდამო ყოფნა. არ მეგონა ასეთი სუსტი და უმწეო თუ ვიქნებოდი, არც ის მეგონა რომ ადამიანი შეიძლება სიკვდილამდე მოკვდეს და არც ის რომ ბოლომდე გამყინავდა თქვენი ცივი გრძნობები. თუმცა მაშინ არც ის ვიცოდი რომ გვამებთან ერთად ვცხოვრობდი ამ ხნის განმავლობაში და გასაკვირი არც არის მათი სიცივე. ერთადერთი რაც დარჩება რაც მუდამ დაიტანჯება არის ცნობიერება რომელმაც უარი თქვა ჩემთან ერთად წამოსულიყო სიბნელეში და ის მარადიულად იტრიალებს თქვენს გარშემო. ორი რამ ვერ მოკლა ტანჯვამ ცნობიერება და თქვენი სიყვარული, ორივეს ვტოვებ რათა ჩემს დღეში ჩავარდნილ ადამიანს პატარა ნუგეში მაინც მოგვაროს.image

0
22
2-ს მოსწონს
ავტორი:აკაკი79
აკაკი79
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0