პროზა წყევლა 2013, 8 თებერვალი, 10:11 ისევ თავიდან დაიწყო ჯოჯოხეთი და წამება მიწაში გამოკეტილი სულისა. ასეც ვიცოდი, თავიდანვე ვგრძნობდი, რომ მე ეს მომელის, რომ ჯოჯოხეთში უნდა ვიწამო ოღონ აქ“ აქქ ამ დაწყევლილ მიწაზე. ვატყობ მთავრდება ის პატარა იმედებიც რომლებიც ცხოვრების ძალას მაძლევდნენ და ისევ მელოდება “მარტოობის ასი წელი”, ღამურასავით გარიყულმა უნდა დავიდო ბინა, სადღაც ბნელ გამოქვაბულში და იქიდან უყურო სამყაროს ხიზანმა“ განდეგილმა. ხიზანი რომელიც იგივ თიხისგან არის გამოძერწილი, იგივ სისხლს ანთხევს და იგივე ღვთიურ სულს ატარებს, რომელსაც უნდოდა ბედნიერება, ლამაზი დილა, გაზაფხული და ყვავილებით მოპენტილი მწვანე მოლი, ირგვლივ მოსიყვარულე თბილი თვალებით გამთბარი სიცოცხლე და ღიმილი, თუგინდ ისეთი მილიონობოთ ადამიანს ნამდვილ სახეს რომ უფარავს, მექანიკურად რომ უპობს ტუჩებს უშინაარსი სიხარულის გამაოსახატავად. მინდოდა მერცხალივით ერთხელ მაინც მეფრინა ცაში თავისუფლად, გაუკიცხავად, მე თქვენი გულის მეასედი მინდოდა, სულ მცირე გაგებაც შემასხავდა ფრთებს, სულ ციცქნა სითბოც გააალღობდა სულის ყინულს, რომელიც მთოშავს და მყინავს შიგნიდან. 36 1-ს მოსწონს
|