x
image
აკაკი79
***


სულ ციცქნა, პატარა უფლება, რომ მქონდეს ხელში აგიყვანდი, ძლიერ მიგიკრავდი გულში და ჩურჩულით გეტყოდი თუ როგორ უსაზღვროდ მიყვარხარ. ნაზად გაკოცებდი მშვენიერ ყელზე და ათრთოლებულ სახეს მივუშვერდი შენს თბილ სუნთქვას. თეთრ მგზნებარე მკერდზე დაგადებდი თავს და დიდი, დიდი ხანი მოვუსმენდი შენი მხურვალე გულის რითმულ ცემას, ვნების უხილავი სურნელით დავტკბებოდი და ვან გოგივით დაგხატავდი არა ფურცელზე, არამედ გულში წარუშლელად. სიცოცხლის არც ერთ წამს არ დავიშურებდი იმისთვის რომ კიდევ ერთხელ მენახე, გიჟივით დავირბენდი ყოველ ქუჩას, ყოველ სახლს და კუთხეს, გადარეულს შენი ერთი შეხედვაც კი დამაწყნარებდა. ღვინოს დავუმეგობრდებოდი მისგან გონდაკარგული ისევ შენი სახლის წინ დავანთებდი ხის ტოლა სანთლებს და გიმღერებდი სერენადებს დაუღალავად, დაუფარავად.
თუკი ჯოჯოხეთში მოხვდებოდი იქაც მოვიდოდი დამწვარი სახით, დამდნარი გულით და გეტყოდი, მიყვარხარ, მიყვარხარ ისე ძლიერ, რომ უშენოდ მაინც ჯოჯოხეთია ყველგან.



ა.ვ.image

5
30
2-ს მოსწონს
ავტორი:აკაკი79
აკაკი79
30
  
2012, 7 დეკემბერი, 22:52
ასე ჯამს პრაგმატიზმი პიროვნებას და მის სულს:((
2012, 7 დეკემბერი, 22:51
პასუხი: მარტო სიყვარულით შორს ვერ წახვალოოო
2012, 7 დეკემბერი, 22:51
ამას წინატ ერთს უთხარი მე ძალიან ღარიბი ვარ და სიყვარულის მეტი არა გამაჩნია მეთქი,
2012, 7 დეკემბერი, 22:50
მადლობა.
2012, 7 დეკემბერი, 19:27
ძალიან მომეწონა :) ძალიან თბილია და გულწრფერლი :)
0 1 5