x
image
აკაკი79
ამაოება

ადმიანს თავისი განვლილი ცხოვრება უფრო აშინებს ვიდრე სიკვდილი, იცის რომ არაფრის გამოსწორება არ ძალუძს, ისიც იცის რომ მასავით დამნაშავეა ყველა მის გარშემო, მასავით ცოდვილი და უბედური, უბედური თავის ნამოქმედარით, საქმით, ფუჭად გადაყრილი წლებით და სულიერი უკმარისობით, რომელიც სულ ამოსძახებდა სადღაც სიღრმიდან, გულის უფრსკრულიდან ცდილობდა ხმა მიეწვდინა, მაგრამ ვერ გაიგო, ვერ შეიგრძნო. სიბნელის სქელი ლანდები დამაწვა თავზე, მთის ლოდებივით ცივ ღამეს ძლივს გადაურჩი და დღისით მყლაპავს უკუნი, ბნელი. ვიცი, ვიცი რომ დამნაშავე მე ვარ მხოლოდ, ჩემია ეს სამყარო რომელსაც მხოლოდ მე უცქერ და რომელიც ჩემთან ერთად მოკვდება. ჩემი შექმნილია ლაბირინთი რომლიდანაც ვერ ვაღწევ, ჩემი ჩადენილი საქმეებია რომელიც ჯვარს მაცმევს, მაწამებს. ვიცი რომ ყელამდე მიწაში ვარ ჩაფლული და ფერმკრთალი მეჩვენება სხივსავსე დილა რომელიც მე მაჩუქე უფალო, ღორივით ვგორავობ ლაფში, ცოდვის აყროლებულ წუმპეში დავცურავ და დრუნჩით ვთხრი ჩემივე სამარეს. ჩემს წინ ეკლიან ბარდებს დაუხრიათ თავი, ისინი მცნობენ, ისინი იკვებებიან ჩემი სისხლით, ჩემი ნაწამები, დაკაწრული სხეულით. მომეცა სიცოცხლე, მომეცა წყალი, ჰაერი, მიწა, ტყე, მინდვრები და ათასგვარი სილამაზე, ეს ყველაფერი მომეცა მე პატარა უმწეო მატლს და მაინც ვიხრჩობი ამაოების ჭაობში. ჩემივე ნაჭუჭში ვიწვი, ჩემივე დანთებულ ცეცხლზე ვიხრაკები და არ მძალუძს გამოვიდე ამ ალიდან. უფალო გევედრები მითხარი ჯოჯოხეთი მართლა არსებობს თუ ის ყოველ ჩვემგანშია, მართლა არსებობს ამაზე უარესი წამება თუ მე მეჩვენება ეს ტანჯვად, ნუთუ ჩვენივე სხეულში დასამარებულს და მიწაზე გარრთხმულს გვიშველის რამე? ნუთუ ამ ლაფიდან ამოვალთ როდესმ?, ნუთუ ამ უთავბოლო კვანძს გამოხსნის ჩვენი მონდომება?

პეპლებივით დაფრინავენ სიჩუმეში უმწეო ფიქრები, უტყვი კედლები კი სდუმან როგორც სამარეში, სამყაროს რომელიღაც ნაწილში გახლართული ვგმინავ, ვბორგავ და უშედეგო მოძრაობით მივცურავ სივრცეში, რომელსაც არც დასასრული აქვს და არც დასაწყისი.image

0
37
შეფასება არ არის
ავტორი:აკაკი79
აკაკი79
37
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0