x
image
აკაკი79
სიძულვილი

ერთმა ჩემმა მეგობარმა მთხოვა დამეწერა სიძულვილის შესახებ. ბევრი ვიფირე სიმართლე გითხრათ და ვერაფრით ვერ გავეცი პასუხი სანამ ერთ მომენტს არ შევხვდი ადამინების ყოველდღიურ ყოფა ცხოვრებაში. თიტქოსდა არაფრით მნისვნელოვანი შემთხვევა მაგრამ ამ საკითხისთვის ზედ გამოჭრილი, მოკლედ ერთმა ადამიანმა იმაზე მეტი იშოვა რამდენიც ქონდა, უფრო მეტ პატივს იღებდა ვიდრე სინამდვილეში იმსახურებდა, ამას თვითონ ყველაზე კარგად გრძნობდა, რადგან სინამდვილეში ერთი უტვინო და უნამუსო გახლდათ.მიუხედავად ამისა თვითონაც დაიჯერა რომ უკეთესი იყო. ერთმა კეთილის მყოფელმა რომელსაც მისთვის კარგი უნდოდა ამხილა იგი, თანაც ზრდილობიანად და მხოლოდ განცალკევებით. ის დღე იყო და შეიძულა სიმართლის მთქმელი, თავიდან არ აგრძობინებდა, შემდეგ კი ხმამაღლა ამცირებდა. აღარ შეგაწყენთ იმის მოყოლით თავს თუ რა მოუვიდა იმ საცოდავს ცოტა ხანში.

ახლა ვფიქრობ სიძულვილი საკუთარ თავზე უფრო მეტის წარმოდგენაა, საკუთარი მეს უფრო მეტი სიყვარულია ვიდრე იმსახურებს. სხვისი სიყვარულის არცოდნა ფა სჰეუდზლებლობაა, ადამინების დიდ ნაწილს არ შესწევთ ძალა სხვა შეიყვარონ ამიტომაც უჩნდებათ თავის თავის დაუმსახურებელი შეფასებაც და სიყვარულიც, მსოფლიო ტენდეციაც აქეთაა მიმართული, მე მინდა, მე უნდა მაქონ, მე უნდა მეტრფოდნენ, მე უნდა მქონდეს და ასე შჰემდეგ, ხოლო რაც ან ვინც შეეწინააღმდეგება ამას მძულსს. სიძულვილი ადამუანური ერთერთი სისუსტეა არა იმხელა როგორც უყურადღებობა, რადგან სიზულვილის დროსაც რაღაც ყურადგებას უთმობ კიდევ სხვას მაგრამ, თუგინდ ნეგატიურს. სიძულვილი სიყვარულს დევს ფეხდაფეხ და მართლაც სულგრძელია ისეთი ადამიანი რომელსაც ეს ორი გრძნობა ერთმანეთში არ ერევა, სიძულვილით შეპყრობილი ადამიანი გავს ვენახში დაკიდებულ საფრთხობელას რომელიცჩიტებს იგერიებს. გადამეტებულ სიყვარულს ხშირად სისუსტედ გებულობს ადამიანები, სუსტები კი სძულთ რატომღაც უმრავლესობას და ხშირათ სძულდებათ ხოლმე ასე უზომოდ შეყვარებულები, თუმცა ისიც სათქმელია რომ სულაც არ არის სუსტი ასეთი ადამიანი, პირიქით დიდსულოვანია და მერე როცა ხვდებიან თავიანთ შეცდმომას უაზროდ ნანობენ. ასეთი ადამიანებისთვის მიწიერება არის ყველაფერი და სიძულვილიც ბატონობთ მათზე.

ასე რომ სიძულვილი კაცთა სისუსტეა რონმელიც თვდაყირა წუთისოფელში ზევით მოექცა და სიყვარული ჩაითვალა სისუსტედ. ეს კიდევ ერთი დიდი იარაღია ეშმაკის ხელში რომელიც რაღა თქმა უნდა სიყვარულს ებრძვის.image



0
243
2-ს მოსწონს
ავტორი:აკაკი79
აკაკი79
243
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0