ესე ყოველივე ახალი მშვენიერია 2012, 30 ნოემბერი, 0:37 ყოველივე ახალი მშვენიერია, აი დღევანდელი დღის ჭეშმარიტი ლოზუნგი, ახალი ტანსაცმელი რომელიც მალევე ბეზრდება და იშორებს თავიდან, ახალი ავტომობილი, რომელიც ცხადია მანქანისადი სიყვარულით, სიღრმით და მუდმივობით არ ხასიათდება, უფრო მოგვაგონებს დროებით გატაცებას, რადგან მფლობელები მათ ხშირად იცვლიან. მათთვის ავტომობილი ან ტანსაცმელი რაღაც კონკრეტული საგანი კი არაა, არამედ მფლობელის სტატუსის სიმბოლოა, რომელიც აფართოებს მის ძალაუფლების საზღვრებს. დღევანდელი ადამიანის ასეთი დამოკიდებულება ადამიენების მიმართაც იგივენაირია, ახალი მეგობრების, საყვარელი ადამიანების, ნაცნობების შეძენა ფაქტობრივად წარმოადგენს მის სოციალურ ლტოლვას, მიზანს. რადგან ადამიანიც თავის სპეციალიზირებული უნარით და ცოდნით უკვე მანქანად არის აღქმული რომლის გამოცვლა მაცივარივით, ტელევიზორივით, ავტომობილივით შეიძლება, ეს არის საგნის არსის დაკარგვის ხანა, ზედაპირული შეფასებითი მიდგომა და მატერიალური სიუხვის შექმნაა პიროვნების გაღარიბების ხარჯზე. პიროვნების თავისუფლების სრულყოფა არის საზოგადოების განვითარება, აი პროგრესი, ხლო კოლექტიური ინტელექტი დღეს უფრო მძლავრი ტენდენციაა, დღეს ყურადღება გადატანილია გამოყენებით ცოდნაზე, და ნაკლები ყურადღება ექცევა ჰუმანიტარულ ცოდნას, ახალი ცხოვრება აგებულია მატერიალურ მოთხოვნილებებზე, ორიენტირებულია წარმოებასთან შესაბამისბაზე, ტექნოსტრუქტურამ თითქმის გადაყლაპა ინდივიდი, ნივთომანიით დაავადმყოფა, ახლა ადამიანები დარწმუნებულები არიან, რომ ყოფიერებაში ჩაღრმავებას, დასვენებას, ესთეტიკას, ადამიანურ სითბოს და სიყვარულს, მატერიალური დოვლათი ჩრდილავს, ის უფრო მნიშვნელოვანია და სასარგებლო. ამასთან ერთად იკარგება ბედნიერების ჭეშმარიტი შეგრძნება რადგან ის მატერიალურ საგნებისგან ვერ მიიღება და იბადება შინაგანი უკმაყოფილების მასობრივი განცდა, რაც დროებით მიიჩქმალება, გადაიფარება ფანტომური მატერიალური ბედნიერებებით. აქედან არის მათი ხშირი ცვლის მიზეზი რადგან სინამდვილეში ბედნიერება ადამიანურ ფაქტორებს მოაქვს და არა უსულო ნივთებს. უნდათ დაძლიონ შინაგანი უკმარისობა გარეგანი კმარით რაც გამორიცხულია. მოკლედ ასეთ გარემოში ადამიანი გაუცხოებულია, დაკარგულია. ადამიანი დაიმონა ნივთთა ტირანიამ, ახლა ის მას სცემს თაყვანს ის არის მისი მიზანი, დაცარიელდა კაცი, ცარიელ გარედან მოხატულ მოკაზმულ ჭურჭელს დაემგვანა, რომელშიც არაფერს აწყობენ აღარაფერი გადააქვთ, უდევთ თვალის სასეიროდ, ბუნებივ ფუნქცია დაკარგული. არ უნდა გაგიკვირდეს მისი თვით მკვლელობის მცდელობა, როცა შიგნიდან ვერაფერს გრძნობ არარეალურს, არაამქვეყნიურს მაშინ უკვე მთლად მიწა ხარ, მიწა კი მკვდარია. ა.ვ. 35 1-ს მოსწონს
|