გული როგორ გეძებს, როგორ გელოდება, ისე ეყვარები შენ რომ გენდომება. ეს ხომ უკვდავების ბნელი დიადია, გარეთ გაიხედავ, უკვე გვიანია. ის ხომ წასულია ჩემთვის არ სცალია. ძლიერ შემომიტევს გულში წყვდიადია, ეს ხომ შეიძლება იყოს სიყვარული, ეს ხომ ისეთია, უცებ შეგიჩნდება: უცებ გაწყენინებს, იმედს გაგიცრუებს, მას ხომ სიყვარული ძლიერ აუცხოებს, არც კი გაიფიქრებ, ისე მოგატყუებს!
|
|