x
მეტი
  • 18.07.2024
  • სტატია:136044
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510304
"მერსედესის" რეკორდული გარბენი - რამდენი კილომეტრი ექნება გავლილი თქვენი აზრით ამ მანქანას?
image

თქვენს წინაშეა 1988 წელს გამოშვებული Mercedes-Benz 240D, მაინც თუ წარმოგიდგენიათ რამდენი კილომეტრი ექნება გავლილი ამ მანქანას?



რამდენ ხანს იჩერებთ მანქანას რა მანძილის გავლის შემდეგ ცვლით? ისე, მოიჯარეები ჩვეულებრივ ამბობენ, რომ სამ წელიწადში სადღაც საშუალოდ 30, 000-დან 40, 000 კმ-ს გადიხარ, ვიღაცისთვის ფასიდან გამომდინარე მანქანა ათი წელი ან მეტხანს გამართულად უნდა მუშაობდეს . მაგრამ არიან გარბენის რეკორსმენები, რომელსაც ქვემოთ გაგაცნობთ.

როგორც წესი, ეს ტაქსებია და ძირითადად Mercedes-Benz-ები, როგორც ეს არის დიდი კანარის კუნძულების შემთხვევაში.



გამოცემა Tenerife News-ის თანახმად, გარბენის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია W123 Mercedes 240D-მა საკმაოდ იშვიათმა დაგრძელებულმა ვერსიამ. სედანი 1988 წლიდან ფუნქციონირებს კუნძულზე როგორც ტაქსის სერვისი. ტაქსში შვიდამდე მგზავრი შეიძლება მოთავსდეს, პლუს მძღოლი. 72 ცხენის ძალის დიზელის ძრავა შეწყვილებულია ხუთ სიჩქარიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფთან.

რეკორდსმენ Benz-ის პატრონია ვინმე დომინგო, რომელიც ესპანეთში, გრან-კანარიაში "დომინგიტოს" სახელით გახდა ცნობილი. Tenerife News-ის თანახმად, გრძელი 240D მუშაობს სამ ცვლაში, თითოეული რვა საათის განმავლობაში. დღე-ღამეში გადის საშუალოდ 700 კილომენტრს, მანქანამ კი ახლახან შეასრულა 7 მილიონი კილომეტრი!!!


თუმცა, რა თქმა უნდა ზოგიერთი ნაწილი აღარ არის ორიგინალი. გამოცემის თანახმად, კვირაში 5000 კილომეტრის გავლის შემდეგ, 240D ყოველწლიურად 52-მდე ზეთის შეცვლას მოითხოვს. გარდა ამისა, არსებობს მანქანის მოვლის სხვა ფიქსირებული ინტერვალები. მაგალითად, OM 616 ძრავა საფუძვლიანად მოწმდება ყოველ 621, 371 მილზე. მანქანის ორიგინალი ძრავა უკვე შეცვლილია . საჭიროების შემთხვევაში, მესამე სათადარიგო ძრავაც უკვე ხელმისაწვდომია.

დომინგიტომ ტაქსი კომპანიას და შვილს გადასცა. 2008 წელს ერთ-ერთ მძღოლს გაუჩნდა იდეა 240D-ის მასიურად აღდგენისა და კომპანიის ფლაგმანად ქცევის შესახებ. ახალმა უფროსმა მას ამის უფლება მისცა.

იმ დროისთვის მანქანას 3, 8 მილიონი კილომეტრი ჰქონდა გავლილი. მას შემდეგ გარბენი თითქმის გაორმაგდა. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია ყველა ღონეს ხმარობდა, რომ რაც შეიძლება მეტი ორიგინალური ნაწილი შეენარჩუნებინა, მაინც მოუწიათ მძღოლის და მგზავრების სავარძლების და საჭის განახლება.



image

სტატიები - ავტომობილები - არაჩანდა (intermedia.ge)



0
296
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
296
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0