წამოუბერა ზღვაურმა,
ღრუბელი სევდას ცრის,
მემუდარები - გამიშვი!
მე თავს ვიმართლებ - წვიმს!
ხელით გისწორებ სათუთად
ყელს მარგალიტის მძივს,
ისევ ჩურჩულებ, წავალ, რა!
გარეთ გახედებ - წვიმს!
ცალ თვალს ზეცისკენ ვაპარებ,
ღრუბელს ვუღერებ მჯიღს,
- არ გადაიღო, იცოდე,
მეფე ვარ, სანამ წვიმს!
===
... სიყვარული იტყვიან-
უყვარდაო, ბატ...
მე ვხედავ,
მე მესმის - მოდიან,
ხშირ სუნთქვას ასდევენ თელები...
სიცოცხლე სიკვდილი როდია,
რომ ოდენ შეიცნო ცრემლებით.
ღრუბლები მთებს გარეთ უვლიან,
ქარმა ვერ შეჰბედა აჰყაროს;
რას იზამ, სამყარო რთულია,
იმდენად რთულია სამყარო...
და ღელავ, რაც უფრო მშვიდი ხარ,
ისვენებ, რაც უფრო იღლები,
რომ დგახარ, ...
2019, 20 ოქტომბერი, 21:55
|
|