x
image
ლანა92
თითქოს გათეთრებულ თვალთა მთვლემარებით მზერა ნამთვრალევში..

"ელი"

image

დღემდე ვაგვიანებ


თითქოს გათეთრებულ თვალთა მთვლემარებით მზერა ნამთვრალევში

ყვითლად გამითენდა ქუჩა დათოვლილი, თანაც ნაგვიანი,

ვეღარ ავიტანე მისი მდუმარება, ბოღმით ვათარეშე

ისე ჩაგეძინა, ვეღარ მოგისწარი, დღემდე ვაგვიანებ..

პალტოს საყელოზე მესხა არაყი და მეცხო მირონივით,

მარად დამებედა ღამის გასათევად ბაღი თარიანი..

ღილებს შეგიკრავდი, ღილებს დაგითვლიდი ისე ირონიით,


მაგრამ გაგეღვიძა, ვეღარ მოგისწარი, ისევ ვაგვიანებ..

მსგავსად პერსონაჟის ცუდი ნოველიდან, ხელში შეგიკალი,

სახლი აგირიე, მარტის ნაირია ახლა ამინდები,

შენ კი არაფერი, ჩუმად მიპასუხე "პალტო შეიკარი, პალტო შეიკარი, ქარია, გაცივდები".

მთვრალი ჯენტლმენების ეპოქაა, ჰოდა გამიმართლებს,

დილა ნამიანი უფრო ოკეანედ რატომ მეჩვენება?

შენ კი არაფერი, მშვიდად მიპასუხებ "ბეჭებში გაიმართე".

აი, გავიმართე, გაბღენძილობა თუ მეშველება.

თითქოს გათეთრებულ თვალთა მთვლემარებით მზერა ნამთვრალევში

ყვითლად გამითენდა ქუთა დათოვლილი, თანაც ნაგვიანი,

ვეღარ ავიტანე მისი მდუმარება, ბოღმით ვათარეშე,

ვეღარ მოგასვენე, ვეღარ მოვასწარი, დღემდე ვაგვიანებ.



0
53
2-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
53
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0