სანამ კანს შენი სურნელი ასდის,
სანამ შენს სუნთქვას ცხადად ვგრძნობ ყელთან,
მრავალგზის ნათმენ სურვილებს, ახდილს
აუჩქარებლად ვამშვიდებთ ერთად.
სანამდე შენი ხელები ეძებს
მონატრებული ნაკვთების სითბოს,
სანამ თითები მითვლიან ნეკნებს,
დამახსოვრებას ცდილობენ თითქოს.
გეტყვი, რომ მხოლოდ ერთი რამ მსურდა,
და ვგავდი თვალებს, ლოდინად ქცეულს,
შენი ...
2018, 2 სექტემბერი, 15:55
-დიახ, ამაყი მაქვს ხასიათი! -დიახ, თავმდაბლობაც მჩვევია! თუ რამ სათქმელი მაქვს, პირში ვამბობ, რა ვქნა, ეს თვისებაც ჩემია!
ნიჭთან ქედიც ბევრჯერ მომიხრია, ლომთა პოეზიის მოსმენით. ბევრის მოთმინება შემიძლია, თუკი მიღირს ამად ყოველი.
სხვისთვის მხოლოდ კარგი მემეტება, უკან აღარაფერს მოველი. ზოგჯერ ირონიით მეცინება, არ ვარ აღარაფრის მთხოვნელი!
მე არ შემიძლია ლაქუცი და, ...
ვნებები ჩემნო,
მოგავხართ ვერძებს,
უსიყვარულოდ
ვერა ხართ, ვერ ძლებთ.
-
დაკაწრავთ ფხანწლებს,
როგორც ირემი,
თუ არ გყავთ იგი,
გადაირევით.
-
ველურები ხართ,
ურჩნი, შმაგები,
გასხედან მხრებზე
ქაჯ-ეშმაკები.
-
ელტვით საყვარელ
ქალის დალალებს,
თუ არ ეხლებით,
გოდებთ ვალალებთ.
-
გამშვიდებთ ოდენ
ტრფობის მორევი,
თუ ეფერებით,
თუ ეტოლებით.
...
საქართველო რომ არ მაღელვებდეს,
ვით სწორუპოვარ მეფე დავითსა,
მისი ავ-კარგი არ მაწუხებდეს,
ვით სულხან საბას ერის მამასა,
დედა სამშობლო ჩემად არ მაჩნდეს,
როგორც ილიას, თერგდალეულსა,
ზურგი გამისკდეს დედამიწასა,
ზღვამ პირი მკიდოს მაშინ წყეულსა!
მამული ჩემი აღარ მიყვარდეს,
ვითარც ბიძინა ჩოლოყაშვილსა,
მისი სვე-ბედი არ მაღონებდეს,
გულისტკ...
2018, 26 სექტემბერი, 9:29
რა ხმაურია, რა სიბნელეა,
აფეთქების ხმა, ცეცხლის სიცხე.
ტკივილი და განწირული ყვირილი,
ვიღაცის ხორცის ნაგლეჯი
აქ ომია, იღვრება სისხლი.
ფოლადი წუილით ჩაგიქროლებს,
ყველაფერი ცეცხლშია, ყველაფერი იწვის.
ნაღმტყორცნი ისვრის, თავის გამოყოფა რთულია,
უნდა ავდგეთ, სწრაფად გავირბინოთ.
ჩემო ქალაქო, მთლიანად ცეცხლში ხარ,
მკვდარ, საშინელ სიჩუმეში.
ამ დ...
|
|