x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
ძარღვებს შორის ყელში გუნდასავით გაჭედილია ყვირილი
image


ძარღვებს შორის

ყელში გუნდასავით გაჭედილია ყვირილი,

მაგრამ დადგა დრო


და ეხლა გინდ იყვირე, გინდ არა.

მხოლოდ შემდეგ

ვიღაც დიდხანს ვერ შეძლებს დავიწყებას,

როგორ დაბარბაცებდნენ მეომრები

და ბალახს აწმინდავდნენ ხმლებს.

და როგორ აშრიალებდა ფრთებს

ყორნების შავი ტომი,

როგორ იცინოდა ცა

და როგორ გაჩუმდა.

და უკანკალებდათ ხელები

მათ ვინც ცოცხალი დარჩა.

და უეცრად წამი

უსასრულობად იქცა.

და იწვოდა

სამარის კოცონივით მზის ჩასვლა,

ვარსკვლავები კი

მგლებივით იცქირებოდნენ ღრუბლებიდან.

როგორ იწვნენ ხელებგაშლილნი

ისინი ვინც ღამეში წავიდნენ

და როგორ ეძინათ უგრძნობლად

მათ ვინც ცოცხალი დარჩა.

"ცხოვრება" - მხოლოდ სიტყვაა,

მხოლოდ სიყვარული და სიკვდილი არსებობს.

ეი! და ვინ იმღერებს

თუკი ყველა დაიძინებს?

სიკვდილი ღირს იმად, რომ იცოცხლო.

სიყვარული კი ღირს იმად, რომ დაელოდო.


ლექსის ავტორი: ვიქტორ ცოი. "ლეგენდა"

0
61
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
61
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0