პოეზია სანამ კანს შენი სურნელი ასდის 2018, 2 სექტემბერი, 15:55 ![]() სანამ კანს შენი სურნელი ასდის, სანამ შენს სუნთქვას ცხადად ვგრძნობ ყელთან, მრავალგზის ნათმენ სურვილებს, ახდილს აუჩქარებლად ვამშვიდებთ ერთად. სანამდე შენი ხელები ეძებს მონატრებული ნაკვთების სითბოს, სანამ თითები მითვლიან ნეკნებს, დამახსოვრებას ცდილობენ თითქოს. გეტყვი, რომ მხოლოდ ერთი რამ მსურდა, და ვგავდი თვალებს, ლოდინად ქცეულს, შენი ალერსი სწყუროდა სულს და შენი ხელები შიოდა სხეულს... მე ახლა ჩემი სიმშვიდის მჯერა, გეყრდნობი მკერდით მოთენთილ ზურგზე, შენი სიჩუმე ჩამესმის ჯერაც და ღამეს ღია თვალებით ვუმზერ. 114 2-ს მოსწონს 1-ს არა
|