პოეზია ვნების ვერძები. 2017, 7 აგვისტო, 11:04 ![]() ვნებები ჩემნო, მოგავხართ ვერძებს, უსიყვარულოდ ვერა ხართ, ვერ ძლებთ. - დაკაწრავთ ფხანწლებს, როგორც ირემი, თუ არ გყავთ იგი, გადაირევით. - ველურები ხართ, ურჩნი, შმაგები, გასხედან მხრებზე ქაჯ-ეშმაკები. - ელტვით საყვარელ ქალის დალალებს, თუ არ ეხლებით, გოდებთ ვალალებთ. - გამშვიდებთ ოდენ ტრფობის მორევი, თუ ეფერებით, თუ ეტოლებით. - თუ ბაგეს ბაგე, სხეულს სხეული, შეჯაჭვულია, შემოხვეული. - მხოლოდ მაშინღა პოულობთ შვებას, ველური ჟინი დგება, იშლება. - ო, ფეთიანო, გიჟო ვერძებო, სულ მდედრის გეში უნდა ეძებოთ? მიხეილ ღანიშაშვილი. 88 2-ს მოსწონს
|