"ცხოვრება მიქრის"
ცხოვრება მიქრის, მიქრის
და არ ჩერდება..
ცხოვრებას, ნელა, მიაქვს
თან სევდა და არ ძნელდება..
ცხოვრება წამია, საოცარი,
მაგრამ არც თუ ისე, გასაოცარი..
ცხოვრება ძნელია,
ცხოვრება ნელია..
მაგრამ თუკი დაუფიქრდები,
იგი, მაინც, შენია..
ცხოვრება მიქრის, ვითარც
ჩვენი, ძველი, მატარებელი..
...
** "სურვილი ასრულდა, ზამთარი გასრულდა, გარემო გაზღაპრულდა, გამო, გაზაფხულდა." ** "თეთრ კაბებს იცმევენ, მარტის ხეები, იმზირებიან მთები, -დევები, ისევ აჩქროლდენ შორით ხევები, ჩვეულად უჩვეულო, განცდებს შევები." ** "გამთბარა მიწა და შემომხვდა ია. აჰა, რაც მწადდა, კვლავ გაზაფხულია." ** "ყვავილები, ყვავილები, მათი ცქერით დავიღლები. ცხრაკლიტულა გულის ვიყო, მხოლოდ მათთვის...
"გაგვიმარჯვოს ზნემ კეთილმა, სინდისს, სულ სურს, რამე გვარგოს. არ არსებობს, ასეთი რამ, რომ სიკეთე დაიკარგოს."
** "მთელი სამყარო, თითქოს ქაოსი და მაინც ყოველივე თავის რიგზეა. უკუნი სიბნელით, თუნდაც გაოცდი. ღრუბლების იქით, ყოველთვის მზეა." ** "მას სურს, ასე გვიმტროს, ჩვევად აქვს, კუდიანებს, -რქიანებს. ნათქვამია, ეშმაკი გვყოფს, მაგრამ ღმერთი, მარად გვაერთიანებს....
** "ამ განძს, ჩემს მეტი ვინ დაკარგვიდა, წერტილ-მძიმისას, რომ ვყვები აპათიებს. ლექსი იყოს კარგი და გრამატიკა გაპატიებს." ** "ჩემი სურვილები, აუხდენელს მოჰგავს. მე კი ჯიუტად, მაინც სულ ველი და როცა თავი სულ ბრძენად მომაქვს, აი მაშინ ვარ, სწორედ სულელი." ** "წაკითხულით, თუ ვერა-რა ირგო, ნუ გამკიცხავ, პოეზიის ბოკვერს. ლექსებსა ვთხზავ, ისეთს, რომ გაიგო, ზედ თან უნდა, ...
** "გული, ლხინისკენ თუმცა გამიწევს, ზოგჯერ დარდები მაინც გროვდება. ალბათ, მკითხველი, ამას არ მიწყენს, ჩემს ლექსს, ხან ცრემლიც, თუ მოჰგორდება." ** "რა მასწავლა მოლხენამ და რა მასწავლა ომმა? ყველაფერი სწავლაა და უფრო მეტად, შრომა." ** "აღარ ვლოთობ, აღარ ვწევ, ახლა მხოლოდ, ლექსებს ვწერ." ** "თუმც დაღლილს ვგავარ მგზავრს, მაინც ზეცისკენ ვილტვი. ყველას თავისი გზა აქვს, ...
|
|