**
"სურვილი ასრულდა,
ზამთარი გასრულდა,
გარემო გაზღაპრულდა,
გამო, გაზაფხულდა."
**
"თეთრ კაბებს იცმევენ, მარტის ხეები,
იმზირებიან მთები, -დევები,
ისევ აჩქროლდენ შორით ხევები,
ჩვეულად უჩვეულო, განცდებს შევები."
**
"გამთბარა მიწა და
შემომხვდა ია.
აჰა, რაც მწადდა,
კვლავ გაზაფხულია."
**
"ყვავილები, ყვავილები,
მათი ცქერით დავიღლები.
ცხრაკლიტულა გულის ვიყო,
მხოლოდ მათთვის გავიღები."
ლაშა ლილუაშვილი
2024 წელი