ლექსი ლექსზე
გრძნობას მეტი დრო დაუთმე,
თუნდაც რომელსაც ვერ ხსნი.
დაწერე, ჟღერაც დაურთე...
საოცარია ლექსი.
სთქვი, გული რასაც დარდობდეს,
რამაც გაიდგა ფესვი.
მუსიკა კვლავაც გახსოვდეს...
საოცარია ლექსი.
სიმართლეს არ გადაუხვიო,
მიჰყევ სად მიდის რელსი.
რითმა-რიტმს გზა არ აუბნიო...
საოცარია ლექსი.
ინტერესი
ინტერესია მთავარი, -მივხვდი.
გაოცებისგან დაჭრილი ვხავი.
რამდენი რამეა, წასაკითხი.
რამდენი რამეა, სანახავი.
ლაშა ლილუაშვილი
2024 წელი