x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134559
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508618
დედის შურისძიება მისი 7 წლის გოგონაზე მოძალადე მკვლელზე
image
1981 წლის 6 მარტს მარიანა ბახმაიერმა სასამართლო დარბაზში სასიკვდილოდ დაჭრა რეციდივისტი მამაკაცი, რომელმაც მისი 7 წლის გოგონა ჯერ გააუპატიურა, შემდეგ კი მოკლა.


მარიანამ "ბერეტას" 22 კალიბრიანი პისტოლეტი ჩანთით შეიტანა სასამართლოში და შვილის მკვლელს სასამართლო სხდომის დროს ესროლა, ჭრილობა მკვლელისათვის სასიკვდილო აღმოჩნდა.

მარიანა ბახმაიერი დასავლეთ გერმანიაში ცხოვრობდა, სასამართლოს დარბაზში მომხდარს ფართო გამოხმაურება მოჰყვა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში.


მარიანას არაწინასწარგანზრახულ მკვლელობაში დასდეს ბრალი, ასევე იარაღის უკანონო შენახვაში, საერთო ჯამში მარიანას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. თუმცა 3 წლის მოხდის შემდეგ, პირობითი სასჯელით გაანთავისუფლეს. მარიანამ დაუყოვნებლივ დატოვა გერმანია, თუმცა მაშინვე დაბრუნდა, როგორც კი კუჭქვეშა ჯირკვლის სიმსივნე დაუდგინეს.


შურისმაძიებელი დედა 46 წლის ასაკში სიმსივნით გარდაიცვალა, ის შვილის ანას გვერდით დაკრძალეს ლუბეკში.



ბახმაიერი ისე გარდაიცვალა, წამითაც კი არ წამოსცდენია სინანულის შემცველი სიტყვა საკუთარ ქმედებაზე.

0
422
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
422