რაოდენ მეტი დღეებიც გადის,
უფრო მატულობს დარდი და სევდა,
გული ჭაღარა სიყვარულს გალობს,
სხეულს კი სიბერე უკვალოდ ხევდა.
ფიქრთა მორევში გაწვიმდა ცივად,
ტანზედ მეყრება წვეთები მძივად,
იასამანი, ხეთა ყვავილნარს,
ამბორს უგზავნის უზომოდ ხშირად.
გარდავიცვლებით და წლების მერე,
გავქრებით, როგორც ნამქერი თოვლის,
სანთლად ჩადნება სიცოცხლე ყრმობი...
ამ ღამით ისე ლამაზად წვიმდა,
ვით გაბრწყინება პირველი ცრემლის,
დაიჯერებდი ცხოვრება ღირდა,
დაიჯერებდი წვეთები მღერის.
წვიმა ყოველთვის არის ლამაზი,
როცა ვიღაცას ოცნების სჯერა,
თვალები ყალბი, მზერა ალმასი,
გული?_ ვერ შეძლებს უბრალოდ ძგერას.
ბოლო ღამე იყო გუშინ,
ფიქრები მერეოდა მშვიდი,
ფერები ხმაურობდნენ სულში,
შენ კი ჩემს ოცნებებს შლიდი.
ისევ წვიმ...
დიასახლისმა ერთხელ კიდევ შეავლო ოჯახს თვალი, სამზარეულო შეამოწმა, წესრიგში ჰქონდა თუ არა ყველაფერი; ქმარ-შვილი შინ როცა დაბრუნდებოდნენ, არ უნდა ეთქვათ: , , სალაზღანდაროდ წადი, ვახშამი კი არ მოგვიმზადეო... დარწმუნდა რა, არაფერი გამომრჩენიაო, კარი ფრთხილად გაიხურა... ცოტა ბნელოდა, თუმცა არ შეშინებია, სწრაფად ჩაიარა კიბეები დ...
არვინ იცის ამ ქვეყანას,
თუ რა ბედი ერგება.
ჩვენ არ ვიცით სიცოცხლეში,
რა ცხოვრება გვერგება.
ღმერთო! ყველას აგრძნობინე,
დიდ სიამის შეგრძნება,
და არგუნე ამ ცხოვრების,
სიყვარულით შერგება.
ღმერთო!ყველას მიეც ძალა,
და ცხოვრების შეძლება,
ყველას, ყველას ალოცვინე,
ამ სამყაროს შესწრება.
ღმერთო!უნდა შეისმინო,
ჩემი ლოცვა-ვედრება,
ნიჭი მოგვეც სიყვარუ...
თქვენი თაობა ნახევრად ჩაკვდა,
ტრადიციებიც უკვალოდ გაქრა.
ვისმენ ყოველდღე უაზრო ლაქლაქს,
მითხარით ერთი მხოლოდ მე რა ვქნა?!
არ მაქვს პირსინგი, ან მხარზე ტატუ,
არც მაკიაჟით ვიფარავ სახეს.
დახეულ ჯინსებს არ ვიცვამ, არ მსურს!
აი, ღატაკი შემარქმევთ წამსვე,
მოკლე კაბებზე ველურებს გავხართ,
კომპიუტერი ეშმას სდარაჯობს,
ტელეფონებმა გარყვნა ბავშვები,
როდესაც ხალხი რობოტე...
გარეთ წვიმს...ეს ხომ ერთი უბრალო,
თანაც ძალიან პატარა წინადადებაა,
მაგრამ ძალიან ლამაზი, რადგან ამ
სიტყვებთან ერთად მესმის წვიმის - მისი ხმა, მისი წვეთების ხმა ისმის..
მესმის დ მეც რაღაც მიძალიანდება,
რომ ჩამეძინოს... კარგია წვიმაში ძი-
ლი, ოღონდ ცუდია, იმიტომ რომ
ძილში აღარ მესმის მისი ხმა...
ნეტა რატომ წვიმს, რატომ მოიწყინა ბუნემამ? გავხედე გარეთ და ...
2014, 8 სექტემბერი, 22:48
ამბობდნენ და არ მეჯერა,
გულს ბრძანება არ ეხება,
ნაბრძანები სიყვარული,
არადა არ შეიძლება.
გული როცა გულად გულობს,
მბრძანებელი თვითონ არი,
გრძნობის ტახტზე დაბრძანებულს,
თავად ძალუძს გახსნას კარი.
თუ ჩარაზა მაშინ მტრისას,
ყველა ხერხი არის მცდარი,
ხერხი ჯობნის ღონეს მაგრამ,
გულთან ისიც სუსტი არის.
და როს გული სიყვარულით,
სულ პირამდე აივსება,
...
|
|