x
მეტი
  • 16.06.2024
  • სტატია:135371
  • ვიდეო:351974
  • სურათი:509636
9 მაისი__ ჩემი დაბადების დღე...(ავტორი ირინა ხურციძე)



დღეს საუკუნის ნახევარს
ორი ნაბიჯით გადავცდი,
ამ გზებზე ხანაც მათოვდა,
ხან მზე მწვავდა და ხან ქარი...
თურმე ეკლიან ყოფილა,
საკრეფად ვარდსრომ გადავწვდი,
გაზაფხულ-ზახულს ვენდობი,
ცოტა მაშფოთებს ზამთარი.
მაისის თვეში შობილი
სითბოს ვერ გადავეჩვიე...
გულს მაშინ გაუხარია
ცაზე მზე როა ბრდღვიალა,
ერთხელ სიზმარში ტრაპეზზე
ანგელოზებსაც ვეწვიე,
თუმც ანგელოზმა მფარველმა,
თვალები დამიბრიალა:_

“რა
დროს არისო აქ მოსვლა,
რატომ იჩქარი ასეო!
რას ეძებ ადამიანო!
ღმერთია თავად ნათელი,
ვიდრე უფალი მოგიხმობს,
ვერ მიატოვებ სამზეოს,
ჯერ დრო გაქვს შენ წილ აგროვო
საკმეველი და სანთელი... ’’

თვალ
გავახილე დამფრთხალმა,
უფალს შევწირე მადლობა,

გზა ავირჩიე იქამდე ჩემთვის უვალი, უჩვევი...
მას შემდეგ ამ ჯვართან ვდგავარ
და უფალს შევსთხოვ წყალობას...
მიწაზე უნდავაგროვოთ ზეცაში დასაუნჯები.

1
19
5-ს მოსწონს
ავტორი:ირინა ხურციძე
ირინა ხურციძე
19
  
2013, 14 მაისი, 14:49
მართლაც ძალიან მაგარი სიტყვები, მომეწონაა.
0 1 1