მე გიორგობას გილოცავთ, წმინდანის მადლი გფარვიდეთ, შენ ეჭვით ასცქერ შვილო ცას, მადლის გაიგებ ფასს ვიდრე,
ფასს ზეციური მადლისა, ყოველ ჩვენთაგანს მოსავდეს, სავალს დაეძებ ადვილსა, ჭირის ოფლს ისეც მოსადენს,
ადრე თუ გვიან მოიდენ, თუ სული მანამ არ წარწყდა, გონების თვალით მოვლი...
ღრუბელი თეთრი, ფითქინა, სდევს საავდროებს, მხნედ ცურავს, კვლავ არაფერი იწყინა, როს შეადარეს მხეც ცუნამს,
ახლაც მათ შორის დაცურავს, აქეთ ერთს, იქ სხვას გახედავს, განა საავდროდ დაძრულა, ამდენ ყვავს შორის ჰგავს ქედანს, უწინ ღრუბელი შეარქვეს, უშნოდ გარუჯულს სახელად, რისხვად დაატყდა შემთბარ ქვებს, ღრუბლის დაკარგა სახე მთლად,
ფიქრობს და ვეღარ იხსენებს, თუ ბო...
მეც მინდა გაჰქრეს ნისლი, როგორც სხვას, გამოგიტყდებით, ძალიან მინდა, ამას წინათ კი ისე მოცოცხა, კარშიდ გააგდო ძაღლი ამინდმა, წამოწოლილა რუსთავ ქალაქზე, არგაგდებული კარშიდ ძაღლივით, ყურს არ იბერტყავს აღარც ქაქანზე, როგორც საპალნე სუსტი არ ღლის ვირს, ისე მას არ ჰღლის წყევლა, ქოქოლა, აღარ სჭრის მასზედ სიტყვა უშვერიც, როგორც დასჭირდეს თქეშშიდ ქორს ქოლგა, ისე ნისლს თავხედს ...
სული ცოდვილი ცოდვილს სული ამიმაღლდა, სიზმრად გზა-კვალს საღმრთოს ვხედავ, იღბალი რაც გაღმით მახლდა, ივარგებდა სამოთხედაც, ჭილ-ყვავებმა უღმრთოდ წეწეს, მძორი, სული ვერ დაფლითეს, ღრუბლებს შინა ეშმაც სწერს წესს, ისეთს, გიჟსაც გაგაფითრებს
ყველა ცოდვა სჯობს აქ ითქვას, სული ხიბლშიდ ძლივს ჩავტიე, გავიმეტებ მძორს საჯიჯგნად, ღმერთო სული მიპატიე. ...
წვიმაა ახლა იმფერი, ზოგი რომ იტყვის, ჟინჟღლავსო, დაგვყურებს ზედ ლუციფერი, იკმაყოფილებს ჟინს ავსო, ყოველ წუთს და წამს დაგვცქერის, ჩვენზედ მტრად მოსვლის ჰკლავს ჟინი, არც გულმოწყალე, არც ქველი, რას მოგვწევს მაგართ კაჟივით? იცი ახლა როგორა წვიმს, ცხვირს გაყოფაც არ ვაკადრე, წვიმა გიკვირს?მოთოვს აწი, მოგვანატრებს ცას ნაავდრევს, ბებო უწინ ქალი ორი, ახლა ნართით ზის სარკმელთან, ...
2015, 19 ოქტომბერი, 21:18
ცხოვრება სხვისთვის რაკი დუღს, არ მოვიტყუებ თავს მაშინ, ეშმაკზე ჯერ არ გაყიდულს, სულს გავწვრთნი თამაშ-თამაშში თუ მაინც სხვისთვის გადმოდუღს, რა თავში ვიხლი ამ სოფელს, იღბალო გარდი-გარდმო თუ, ყელში გაგედე, დამცოფე, წუთისოფელო სახიჩარს, ჩემით გამხდარხარ ავად რომ, მინდა ულმობელს სახიდან, ქველის ნიღაბი აგაძრო. ცხვირი ცხვირმა ერთიც შეისუნთქა, ფილტვმა განშიდ გაი...
მიყვარხარ სამშობლოვ ვაჟასებრ არწივთა,
მეც მართვეს, მემკვიდრეს ქართული არწივის,
დამეტყო, ირგვლივ და ბუდეშიც აცივდა,
მაგრამ მე დღეს ბუდეს საკუთარს არ ვჩივი.
მიტომ რომ ვერა სჯობს ქათამი ასი ფრთაც,
სამშობლოს არ სტოვებს, ითმენს და არ წივის,
არ ხიბლავს უცხოთა იქ ბარი, აქეთ მთა,
აქ უჯობს ირაოც, ასე სთვლი...
შუადღე ისევ ისეთი გველის შუადღე, თავს მოგვაბეზრებს პაპანაქება, როცა ნიავი მტვერში შუკას სდღვებს, გგონიათ ასეთს პაპა აქებდა? ისევ ასეთი გაიჯეჯილებს, ისევ დაგვატყობს თავის მსახვრალ ხელს, აგრე დიდგულა გაშლის ფრთებს ჯიბრზედ, და დააცხრება წიფელს ახლაც ხმელს, დაუკითხავად ჩვენდა იმეფებს, ძირში გაახმობს საწყალ ხეს წიფლის, დაეკითხება ახლაც იმ ერთ ღმერთს, ჰელიოსს, რანგში დიდი ხელმწიფის.
ქარმა ფოთლები მოხვეტა, ხეთაგან განაყარები, შორს წელშიდ დრეკა, ჰო, ხეთა, ჰო, ჯიბრზედ განა ყანების, უდრეკი დახვდი ქარს ძლიერს, არ შეუშინდე არც გრიგალს, სუსტთ მაგალითი გვაძლიე, და სიჯიუტეც არჩვს გიგავს, ქარი მოვარდა ამას წინ, ჯიბრზედ ჯერაც სუსტ ლერწამთა, ბარად ხსოვნაშიც არ მაქვს წლის, ისე უწყალოდ ლეწა მთად. ერთი სიტყვით მძიმე დღე დგას, არა გვიჭირს პოეტებს, მე ს...
ყველა კუთხე-კუნჭული და მიყვარს მისი ორნამენტი, მწამს იქნები სულ ჭკუით და ხვალ ჭკვიანზე ოდნავ მეტიც ეზიარე, ქსენოფობად არ შეგრაცხონ თუკი გინდა, მამა-პაპა რასაც ფლობდა, სიბრძნეს ძლიერს, არსით წმინდას, უტვინობით გზას აცდენილთ, დაუხვდა და ჩაიხუტა, თუმც კი ექცა განსაცდელის, ყოველი დღის წამი ხუთად, ახლა გვქვია ევროპულად, შემწყნარებელს ტოლერანტი, ღმერთს გაფიცე...
სიცოცხლის არ მეშინოდა, არც სიკვდილის მქონდა შიში, სტუმარს ბრნოდან, მეხიკოდან, ვასვენებდი კაკლის ჩრდილში, დარდი მქონდა არც ვალუტის, არც გადაცვლას ვესწრაფვოდი, მქონდა ჩოხაც, ახალუხიც, კიც ვიშნობდი მეცვა ოდეს, მენატრება ნაპირი ზღვის, სუსხში ქურქი ზაქის ტყავის, როცა უკვე აპრილისთვის, ...
ზეცა მოუცავს ღია ნაცრისფერს, უპრიანია აწი ჩამუქდეს, ფირუზისფერი თითქო გაცრიცეს, რას ვჩივი რაკი ავცდით ქარბუქს დღეს. რას ვიზავთ, თუკი წყალობა უფლის, ჩვენამდე ხელის ცეცებით მოდის, სხვას თუ ნიავი საამო უქრის, ჩვენთან გრიგალი ბერმუხას მოთხრის, ვინ დაიჯერებს რომ აქაც მოვა, ვინ დაიჯერებს, ღმერთო აწ კი ვინ? არ გიკვირს ტყვედ რომ არ ვექეც გლოვას, და განწირულის ხმით რომ არ ვკივი? ...
|
|