ზეცა მოუცავს ღია ნაცრისფერს,
უპრიანია აწი ჩამუქდეს,
ფირუზისფერი თითქო გაცრიცეს,
რას ვჩივი რაკი ავცდით ქარბუქს დღეს.
რას ვიზავთ, თუკი წყალობა უფლის,
ჩვენამდე ხელის ცეცებით მოდის,
სხვას თუ ნიავი საამო უქრის,
ჩვენთან გრიგალი ბერმუხას მოთხრის,
ვინ დაიჯერებს რომ აქაც მოვა,
ვინ დაიჯერებს, ღმერთო აწ კი ვინ?
არ გიკვირს ტყვედ რომ არ ვექეც გლოვას,
და განწირულის ხმით რომ არ ვკივი?
ოჰ, ეს ზეცა ისევ!
ტყვიისფერს, ზეცას თალხიანს,
გლოვობს და მიტომ ცრემლი სდის,
ჭირის ზიარნი თავს ხრიან,
შვიდი ძმა ერთადერთი დის,
მარსს გვერდშიდ უდგას ურანი,
ზეცის კარს მოსთქვამს ვენერა,
და ჩვენც შევცოდეთ თუ რამით
ღმერთიც გაგვიწყრა მერე რა?
ჩამოქვეითდეს მიწად ცა,
ჭირი მოგვჭამოს გრიგალმა,
არც დაგვმართვნია ვითარცა,
რამაც არაფრით გვიგანა.
ქარი
საზღვროდ შმაგი ქარია,
თავს დასტრიალებს რაც რუსთავს,
არა ჰგავს აშუღს ქნარიანს,
ხან ჩაიმუხლებს, ღრმად სუნთქავს,
ხან სახეშიდ მცემს, მეც ჯიუტს,
ძირს ზურგის ქარის ამპლუაც,
ასე გონია მერჩიოს
ნიავს, ეს გიჟი აქ თუა,
და ვინ დაუშლის აგრე შმაგს,
მას აღმა-დაღმა ბოდიალს,
თვალის სიხარბით ჰგავს ეშმაკს,
მადას საზღვარი როდი აქვს.