x
შუადღე

შუადღე

ისევ ისეთი გველის შუადღე,
თავს მოგვაბეზრებს პაპანაქება,
როცა ნიავი მტვერში შუკას სდღვებს,
გგონიათ ასეთს პაპა აქებდა?

ისევ ასეთი გაიჯეჯილებს,
ისევ დაგვატყობს თავის მსახვრალ ხელს,
აგრე დიდგულა გაშლის ფრთებს ჯიბრზედ,
და დააცხრება წიფელს ახლაც ხმელს,

დაუკითხავად ჩვენდა იმეფებს,
ძირში გაახმობს საწყალ ხეს წიფლის,
დაეკითხება ახლაც იმ ერთ ღმერთს,
ჰელიოსს, რანგში დიდი ხელმწიფის.

0
4
შეფასება არ არის
ავტორი:გუჯა შველიძე
გუჯა შველიძე
4
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0