მეც მინდა გაჰქრეს ნისლი, როგორც სხვას,
გამოგიტყდებით, ძალიან მინდა,
ამას წინათ კი ისე მოცოცხა,
კარშიდ გააგდო ძაღლი ამინდმა,
წამოწოლილა რუსთავ ქალაქზე,
არგაგდებული კარშიდ ძაღლივით,
ყურს არ იბერტყავს აღარც ქაქანზე,
როგორც საპალნე სუსტი არ ღლის ვირს,
ისე მას არ ჰღლის წყევლა, ქოქოლა,
აღარ სჭრის მასზედ სიტყვა უშვერიც,
როგორც დასჭირდეს თქეშშიდ ქორს ქოლგა,
ისე ნისლს თავხედს ღმერთი უშველის.
მთვარის სილუეტი.
და სიშიშვლე თითქო შერცხვა,
ჩამოუცვამს მას კისრამდე,
ვარსკვლავებით სავსე ზეცა,
იმ ცისკრიდან კვლავ ცისკრამდე,
მთელი ღამე იტანტალა,
აგრე დედიშობილა და
პატიობდნენ ვითარც ტანადს,
აქლემს რქები როდი ადგა?
გადაივლებს ცვარ-ნამს დილის,
მერე ორთქლში გაიქნება,
თუ იქნება ხვალ ნამდვილი,
მაშ ამაღამ რა იქნება?