ქვემო ქართლი ვინ იყვნენ სმიტები და რატომ ჩამოვიდნენ მარნეულში საცხოვრებლად 2018, 9 ივლისი, 21:44 რაიან და ლორა სმიტები 2012 წელს გადმოვიდნენ საქართველოში საცხოვრებლად და დასახლდნენ მარნეულში, მანამდე მანამდე ისინი აშშ-ში, კალიფორნიის შტატში, ქალაქ სან დიეგოში ცხოვრობდნენ.რაიანი აზერბაიჯანული ხალიჩების ბიზნესით იყო დაკავებული, ლორა რამდენიმე წელი მარნეულის სკოლაში ინგლისურს ასწავლიდა, თუმცა ბავშვის გაჩენის შემდეგ ახალგაზრდა ქალმა სამსახურს თავი დაანება.რაიანს ბიზნესკონტაქტები თბილისში და ბაქოში ჰქონდა. "ძალიან კარგი ხალხი იყო, პრობლემა არავისთან ჰქონია, ლორა ინგლისურსაც ასწავლიდა ჩვენს ბავშვებს, რაიანი სპორტით იყო დაკავებული, დარბოდა, პატარა ბიჭი ჰყავდათ..სმიტები აქ ყველას ძალიან უყვარდა"-აცხადებს ერთ-ერთი მეზობელი. "სმიტები რამდენიმე წლის წინ გავიცანი, რაიანი ხალიჩების წარმოებით იყო დაკავებული, ჩვენებებსაც მართავდა, ეს მისთვის ბიზნესთან ერთად ჰობიც იყო, მათ კონფლიქტი არავისთან ჰქონიათ, მშვიდობისმოყვარე ადამიანები იყვნენ, რაიანი ბავშვებითვის სკვერის გაკეთებასაც აპირებდა, წასვლამდე ლორას ვესაუბრე და მითხრა, რომ სიცხის ატანა აღარ შეეძლო და რამდენიმე დღის მთებში წასვლა გადაწყვიტა, ამის შემდეგ აღარ გვისაუბრია"-აცხადებს ოჯახის მეგობარი საბინა თაბილოვა. ფოტოზე:რაიან და ლორა სმიტების სახლი მარნეულში
რაიანი საბავშვო სკვერის აშენებას აპირებდა საკუთარი ხარჯებით და მას სავარაუდოდ ადგილიც შერჩეული ჰქონდა, მარნეულის მუნიციპალიტეტში ადასტურებენ, რომ რაიანი პარკის გაკეთებს აპირებდა დასაზუსტებელი იყო მხოლოდ ლოკაციის ადგილი, სად უფრო მოსახერხებელი იყო პარკის გაშენება.რაიანს საბავშვო პარკის სახელიც შერჩეული ჰქონდა "მოუშვი ბავშვები ჩემთან"
12 ივნისს ფეისბუქ-გვერდზე "ბავშვთა სათამაშო მოედანი მარნეულში" ასეთი პოსტი გამოქვეყნდა:
14 ივნისს, 12:00 საათზე დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის მარნეულის ოფისში გაიმართება მარნეულში მცხოვრები რაიან მაიკლ სმიტის პრეზენტაცია მარნეულში პირველი საბავშვო მოედნის მოწყობის შესახებ. თითქმის ერთი წელია რაიანი ჯერ გამგეობისგან, ახლა უკვე მერიისგან საბავშვო მოედნის მოსაწყობად საჭირო ტერიტორიის გამოყოფას ცდილობს, რისთვისაც აუცილებელი ხარჯების გაღებას იგი საკუთარ თავზე იღებს, თუმცა ოფიციალური პასუხი მერიიდან მას ამ დრომდე არ მიუღია. რაიანმა მიმდინარე წლის მაისის თვიდან ფეისბუქზე კამპანია „მარნეულის ბავშვთა სათამაშო მოედანი“ წამოიწყო, რომლის მეშვეობითაც იგი საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობს. შეხვედრის მიზანია საზოგადოების ინფორმირება ბავშვთა სათამაშო მოედნის კონცეფციის შესახებ, რათა საზოგადოებამ მოისმინოს დროში გაწერილი გეგმა და ინფორმაცია სავარაუდო ხარჯთაღრიცხვის შესახებ. შეხვედრის მიზანია მარნეულის საზოგადოებამ მიიღოს ინფორმაცია მოქალაქის ინიციატივის შესახებ და გამოხატონ თავიანთი აზრი აღნიშნული იდეის გარშემო. პრეზენტაციის შემდგომ გაიმართება დისკუსია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, აქტიური მშობლები, ახალგაზრდები და სხვა დაინტერესებული პირები. შეხვედრა გაშუქდება ადგილობრივი მედიის მიერ. შეხვედრა ღიაა ყველა დაინტერესებული პირისთვის! ამ დღეებში საქართველოში რაიანის და ლორას მშობლები ჩამოვლენ, ინფორმაცია მათ ოჯახის მეგობრებმა მიაწოდეს.
1654 9-ს მოსწონს
|