ქვემო ქართლი რუსთავში ცოლმა ქმარს არასასურველი სექსის გამო უჩივლა 2019, 17 დეკემბერი, 16:15 რუსთავში ცოლმა ქმარს პოლიციაში უჩივლა. როგორც ირკვევა, ინტიმური ურთიერთობისას ქმარმა სავარაუდოდ ცოლის თხოვნა არ გაითვალისწინა, რასაც კამათი მოჰყვა. ცოლ-ქმარი 30 წლამდე ახალგაზრდები არიან.ინფორმაციას InfoRustavi ავრცელებს. ახალგაზრდა ქალმა 112-ში მეუღლესთან არასასურველი სქესობრივი კავშირის გამო დარეკა.შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციამ მამაკაცი დააკავა. მოსამართლემ უკვე დაკავებულს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. მომხდარზე გამოძიება სსკ 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.ოჯახური ძალადობის პირველ შემთხვევაში ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომაა გათვალისწინებული, ხოლო გამეორების შემთხვევაში - 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა. 1889 4-ს მოსწონს
|