x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
მამაკაცი ამტკიცებს,რომ კაზინოში 300 000 ლარი მოიგო,თუმცა ფულს არ აძლევენ
image ელშან ბაირამოვის მტკიცებით 27 აპრილს რუსთავში მე-12 მიკრორაიონში მდებარე სლოტ კლუბ "777"-ში თამაშის დროს ჯეკპოტი 300 000 ლარი მოიგო, თუმცა არა თუ მოგება გასცეს, ტექნიკური პერსონალის დახმარებით მოგების ანულირება მოახდინეს, ბაირამოვს უთხრეს, რომ ტექნიკური შეცდომა დაფიქსირდა და სამორინედან გამოაგდეს, ამის შესახებ ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს.


"დავა დავიწყეთ იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ პიროვნებამ მოიგო ჯეკპოტი, რის შემდეგაც თანხა მის ანგარიშზე გადმოვიდა. ეს გაიგო დაცვამ, რომ ადამიანს გაუხარდა და წამოხტა. მივარდნენ ამ აპარატს და ტექნიკოსის დახმარებით გაანულეს მოგება.

გვაქვს ვიდეოჩანაწერი, სადაც ტექნიკოსი 25 წუთის განმავლობაში ცდილობს წაშალოს მონაცემები, რომელიც იყო ელშან ბაირამოვის სათამაშო აპარატზე. როცა ამდენი ხნის განმავლობაში ცდილობ წაშალო მონაცემები და მონიტორიდან გააქრო, ეს ტექნიკური შეცდომა კი არა, დანაშაულია", - განუცხადა "ინფო რუსთავს" ადვოკატმა თამილა ქუთათელაძემ, რომელიც ბაირამოვის ინტერესებს დაიცავს, დაზარალებული მოგებული თანხის დაბრუნებას სასამართლო გზით აპირებს. მისივე განცხადებით, საქმეზე დაწყებულია გამოძიება და არსებობს ვიდეოჩანაწერები, სადაც ჩანს, რომ ელშან ბაირამოვმა ჯეკპოტი ნამდვილად მოიგო.

თუმცა კამერის ჩანაწერები არ არის ამოღებული, რაც უჩენს ეჭვს, რომ ჩანაწერები სლოტ კლუბის წარმომადგენლებმა შეიძლება წაშალეს.



"მოვიგე ჯეკპოტი. ვითხოვ, მომცენ ჩემი მოგებული 300 000 ლარი", - აცხადებს ელშან ბაირამოვი.

სლოტ კლუბში მისულ "ინფო რუსთავის" გადამღებ ჯგუფს დაწესებულების მენეჯერმა განუცხადა, რომ ადგილი არც ტექნიკურ შეცდომას და არც ჯეკპოტის მოგებას არ ჰქონია და ელშან ბაირამოვი ცრუობს. დამატებით დეტალებზე კი კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.

1
560
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
560
  
2021, 9 ივნისი, 21:50
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1