x
image
_K_
10 ყველაზე ძვირადღირებული ძაღლის ჯიში მსოფლიოში

სტატიაში წარმოგიდგენთ მსოფლიოში 10 ყველაზე ძვირადღირებული ძაღლის ჯიშის სიას.






1. სემოიდი


ძაღლის ძვირადღირებულებას, სხვა ყველაფერთან ერთად, მისი გარეგნობაც განსაზღვრავს და დამეთანხმებით, სემოიდი დიდებულად გამოიყურება. ის საპატიოდ იკავებს სიის პირველ ადგილს, ყველაზე "კომფორტული" შინაური ცხოველია და საშუალოდ 11 000 დოლარი ღირს.

imageimageimage







2. ლოუჩენი


თუ ამ ძაღლის შესახებ არ გაგიგიათ, ალბათ იმიტომ, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე ძვირი და, ამასთანავე, ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი ძაღლის ჯიშია მსოფლიოში. მას პატარა ლომ-ძაღლსაც ეძახიან. ლოუჩენის ფასი 7 000 დოლარზე ნაკლები არაა.

imageimageimage







3. როტვეილერი



როტვეილერებს ხშირად ცუდი რეპუტაცია აქვთ, ეს ხშირად მედიისა და მათი არასწორად გაწვრთნის ბრალია. როტვეილერი ძლიერი და ერთგული ძაღლია და როცა საქმე მის ტერიტორიას ეხება, მძვინვარეც ხდება. ამიტომაც რეკომენდირებულია, ადრეული ასაკიდანვე მიაჩვიოთ სოციალიზაციას, რის შემდეგაც როტვეილერი ნამდვილი ოჯახის ძაღლი გახდება.

imageimageimage







4. გერმანული ნაგაზი


გერმანულ ნაგაზს ადრე ცხვრის ფარის სამწყემსად და სამეთვალყურეოდ გამოიყენებდნენ, მისი გონიერებისა და მრავალი კარგი თვისების გამო კი მალე სხვა სფეროებშიც დაიწყეს ნაგაზის გამოყენება. დღეს გერმანული ნაგაზი ეხმარება პოლიციელებს, მცველებსა და მაშველებს. მისი თანდაყოლილი ინტელექტის გამო გერმანულ ნაგაზს საპატიო ადგილი უჭირავს მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ძაღლების სიაში.

imageimageimage









5. კანადური ესკიმო


კანადური ესკიმოს საწყისი ფასი 5 000 დოლარია, მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე ღირებულ ჩრდილო-ამერიკულ ძაღლად. კანადური ესკიმო ერთ-ერთია იმ მცირე ძაღლთა ჯიშთაგან, რომლებსაც სრულიად სუფთა სისხლი აქვთ.

imageimageimage









6. ინგლისური ბულდოგი


როგორც აღმოჩნდა, ამ სიაში მოსახვედრად აუცილებელი არაა, ძაღლი რბოლებს იგებდეს ან ბრწყინვალე გარეგნობა ჰქონდეს. ინგლისური ბულდოგი მთელ მსოფლიოში ძალიან პოპულარულია და ადამიანები დოლარებს არ იშურებენ მის შესაძენად.

imageimageimage









7. აზავახი


აზავახი ერთ-ერთი იშვიათი აფრიკული ძაღლის ჯიშია, რომლის შეძენაც აშშ-ში და კანადაშია შესაძლებელი. გამხდარი და ახოვანი აღნაგობის გამო აზავახს შეუძლია უფრო სწრაფად ირბინოს, ვიდრე მწევარს.

image

imageimage








8. ჩაუ-ჩაუ


შეუძლებელია, ჩაუ-ჩაუ მაშინვე არ იცნოთ თავისი ლომის მსგავსი ბეწვითა და დამახასიათებელი შავი ენით, რაც ამ ჯიშს ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულს ხდის, ისევე როგორც ერთ-ერთ ყველაზე უნიკალურს.

ჩაუ-ჩაუ მონოგომია და საკმაოდ სერიოზული ხასიათი აქვს. მის ბალანს მუდმივი მოვლა სჭირდება.

image

imageimage









9. ტიბეტური მასტიფი


ეს ჯიში გამოყვანილია ტიბეტში ანტიკურ ხანაში. ტიბეტური მასტიფი ადრე მეცხვარე და მოდარაჯე ძაღლი იყო. მას დღის განმავლობაში უყვარს ძილი, რომ ძალა მოიკრიბოს ღამის მოვალეობებისთვის.

ეს ჯიში, რომელიც ევროპული მასტიფების უმეტესობის წინაპარია, გადაშენებას ბრიტანელმა სელექციონერებმა გადაარჩინეს.

imageimageimage








10. ჩინური უთმო თავქოჩორა


როგორც კატების შემთხვევაში, უთმო ძაღლებსაც ბევრი მოყვარული ჰყავთ. ეს ფაქტი ხსნის მათ მოხვედრას ყველაზე ძვირადღირებული ძაღლების სიაში. ჩინური უთმო თავქოჩორები თავიანთი მოდური ვარცხნილობით ეგზოტიკური ცხოველების მოყვარულ პატრონებს ელოდებიან.

imageimageimage









ასევე დაგაინტერესებთ:


1. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ძაღლებს ცუდი ადამიანების ცნობა შეუძლიათ

image


2. 13 ფოტო, რომელიც ამტკიცებს, რომ კატები და ძაღლები სრულიად სხვადასხვა სამყაროდან არიან

image


3. 9 ფაქტი ცხოველების შესახებ, რომელიც ბიოლოგიის გაკვეთილებზე არ გვისწავლია

image


0
1933
2-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
1933
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0