სხვა ინდონეზიაში ცოცხალი იპოვეს ქალი,რომელიც 1,5 წლის წინ ზღვაში დამხრჩვალი ეგონათ 2018, 6 ივლისი, 13:00 სხვათა შორის, ქალი იმავე ადგილზე აღმოაჩინეს, სადაც წელიწადნახევრის წინ დაიკარგა.
ინდონეზიაში 52 წლის ქალი ნინინგ სუნარჰისი(Nining Sunarsih) იავას კუნძულზე მოულოდნელად იმავე ადგილზე გამოჩნდა, სადაც ის 18 თვის წინ დაიკარგა, იუწყება ადგილობრივი გამოცემა Dudung Pret-ი. როგორც ცნობილი გახდა, 2017 წლის იანვარში ნინინგ სუნარჰისი ქალაქ სუკაბუმის მახლობლად ისვენებდა კუნძულ იავაზე, თვითმხილველებმა დაინახეს, ზღვის დიდმა ტალღამ როგორ ჩაყლაპა ქალი, ნანინგი ყვიროდა, შველას ითხოვდა, მაგრამ ვერავინ გაბედა წყალში შესვლა ძლიერი შტორმის გამო. მაშველებმა დიდი ხნის ძებნის შემდეგ ვერ იპოვეს სუნარჰისი. ერთი კვირაში სუკაბუმში აღმოაჩინეს ქალის გვამი, თუმცა გაირკვა, რომ იგი სუნარჰისი არ იყო, წარუმატებელი ძებნის შემდეგ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ქალი გარდაცვლილად გამოაცხადა. ოჯახი ვერ იჯერებდა ქალის გარდაცვალებას, ივნისის ბოლოს ნინინგის ბიძამ ნახა სიზმარი, რის მიხედვითაც სუნარჰისი მათ პლაჟზე ელოდებოდა იმ ადგილის მახლობლად, სადაც დაიკარგა. სიზმარი რამდენჯერმე განმეორდა, 30 ივნისს ოჯახი გაეშურა ქალის საძებნელად, თუმცა ვერ იპოვეს. მეორე დღეს ნათესავები ისევ წავიდნენ ქალის საძებნელად და აღმოჩინეს უგრძნობ მდგომარეობაში, იგივე ტანსაცმელში, რომელიც დაკარგვის დღეს ეცვა. ქალი ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ქალაქის სამაშველო სამსახურის უფროსმა აულიო სოლიჰანტომ( Aulia Solihanto) CNN Indonesia-ს დაუდასტურა ინფორმაციის სისწორე. ამ მომენტისთვის ინციდენტს სამართალადამცველები იკვლევენ, ყველაფერს ნათელი მოეფინება მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც ქალი შეძლებს ლაპარაკს. 474 4-ს მოსწონს
|