საზოგადოება ჰგავს თუ არა სანდრას მისი რძალი? - ვინ არის მადინა მელა? 2018, 4 ივლისი, 21:26 როგორც იცით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უფროსი ვაჟი დაქორწინდა. ედუარდ სააკაშვილის რჩეული მადინა მელაა, რომელიც მასთან ერთად სწავლობდა სვართმორის კოლეჯში.
მას მერე, რაც მადინას ფოტო გამოჩნდა, ინტერნეტსივრცეში დაიწყეს მსჯელობა, რომ იგი ძალიან ჰგავს ედუარდის დედას - სანდრა რულოვსს. თქვენ როგორ ფიქრობთ, ჰგვანან ერთმანეთს რძალ-დედამთილი? როგორც ირკვევა, სააკაშვილების რძალი ებრაული წარმოშობის გოგონა გახდა - მადინა მელა, რომელიც ასევე სვარტმორის კოლეჯში სწავლობდა ედუარდ სააკაშვილთან ერთად. "ხალისიანად გამოვიყურები იმის გამო, რომ ახლა ვიმყოფები ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც გუშინ დავესწარი ჩემი შვილის, ედუარდის ქორწილს. გუშინდელივით მახსოვს, მე თვითონ როგორ დავქორწინდი ნიუ-იორკში, როგორ ვცხოვრობდი სტუდენტურ ცხოვრებას... რა თქმა უნდა, ყველანი ერთად ჩამოვედით და განწყობა მაქვს ძალიან კარგი".... კარგი გოგოა, რა მნიშვნელობა აქვს, ებრაული წარმოშობისაა თუ არა, ძალიან კარგია, რომ ებრაული წარმოშობისაა და ძალიან კარგი ოჯახია, ასევე შეიძლებოდა ყოფილიყო ქართველიც, უკრაინელიც და ავსტრალიელიც - ამას მნიშვნელობა არ აქვს, რაც მთავარია, ძალიან თბილი ოჯახია და მეგობრული ხალხია", - აღნიშნა მიხეილ საკააშვილმა. შეგახსენებთ, 2017 წელს ედუარდ სააკაშვილმა სვართმორის კოლეჯი დაამთავრა. ის პროფესიით ჟურნალისტია და ამერიკის ერთ-ერთ რადიოსადგურში მუშაობს. ედუარდ სააკაშვილი ფილადელფიაში (პენსილვანიის შტატი) ცხოვრობს. სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი {თქვენთვის საინტერესო} 1. მალული სამოთხე ბოსნიაში 2. ზოდიაქოს 6 ნიშანი, რომელსაც ადამიანის გამოცნობა ყველაზე კარგად შეუძლია 3. საკვები პროდუქტები, რომელიც ივლისში უნდა მივირთვათ! 4. "მე იგივე სკოლა დავამთავრე, რაც საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა" - თეა წულუკიანი 5. ინციდენტი ისანში - ეს პოსტი აუცილებლად უნდა წაიკითხოთ 1496 9-ს მოსწონს
|