სხვა როგორ გავგრილდეთ ცხელ ზაფხულში კონდიციონერის გარეშე 2018, 2 ივლისი, 15:03
სტამბულში ვცხოვრობ, ბინის მეხუთე სართულზე, ხეები ამ სიმაღლეზე არ იზრდება, სახურავი ბრტყელია, ფანჯრები კი მზის მხარესაა განლაგებული. ამიტომაცაა, რომ როცა გარეთ ტემპერატურა 40°C-ს აღწევს, ჩემი ბინა ნამდვილ საუნას ემსგავსება.
ამ პირობებში კარგად ძილი შეუძლებელია. რადგანაც კონდიციონერი არ მაქვს, გასაგრილებლად სხვადასხვა გზა მოვიფიქრე. სტატიაში გიზიარებთ ჩემს რჩევებსა და ხერხებს, თუ როგორ ვახერხებ საწოლის გაგრილებასა და კომფორტულად ძილს ყველაზე ცხელ სეზონზე. ხელნაკეთი კონდიციონერიჩვეულებრივი ვენტილატორი, უბრალოდ, ჰაერს ატრიალებს და ზოგჯერ აცხელებს კიდეც ოთახს. თუმცა, შესაძლებელია ნებისმიერი ვენტილატორის ნამდვილ კონდიციონერად გადაკეთება. ✸ გაყინეთ რამდენიმე წყლით სავსე ბოთლი (ან სხვა ჭურჭელი) და მოათავსეთ ვენტილატორის წინ. ასე ოთახში ცივი ჰაერი იტრიალებს. როცა ძალიან ცხელა, მე ვენტილატორის წინ 2 ბოთლს ვდებ და ყოველ 4-5 საათში ვცვლი. იმისთვის, რომ ოთახი გრილი იყოს ღამით, ის დღის განმავლობაში უნდა გავაგრილოთ✸ ოთახს რომ სიგრილე შეუნარჩუნოთ, ის სწორად უნდა გაანიავოთ. მე ვკეტავ ფანჯრებს, როცა ტემპერატურა 24°C -ზე მეტია და ვაღებ, როცა ნაკლებია. ჩვეულებრივ, დღის განმავლობაში ყველაზე გრილი ტემპერატურა დილის 4-დან 7 საათამდეა, ამიტომაც ფანჯრებს დილით და საღამოს 8 საათის მერე ვაღებ. ✸ მნიშვნელოვანია ფარდების სწორად შერჩევაც. სხვადასხვა ქსოვილი ვსინჯე და მივედი დასკვნამდე, რომ სჯობს, სინთეტიკა თავიდან აიცილოთ - ის მალე ხურდება და იცრიცება. თეთრი ფერის სქელი ფარდები საუკეთესო ვარიანტია. ✸ თუ არ გსურთ, რომ თქვენს ბინაში ცხელოდეს, კარგი იქნება, თუ მოიშორებთ ისეთ ნივთებს, რაც მტვერს იგროვებს, მაგალითად ხალიჩა, პლედი და სავარძლის ბალიშები. ასე ოთახში ჰაერი უფრო სუფთა და გრილი იქნება. ✸ როცა ოთახს ანიავებთ, დაასველეთ პირსახოცი და ჩამოკიდეთ ღია ფანჯრის წინ. ასე ოთახი უფრო სწრაფად გაგრილდება. მაგრამ გაითვალისწინეთ, არ დატოვოთ სველ პირსახოცი ღია ფანჯარასთან ღამით, რადგან შეიძლება ოთახი ზედმეტად ტენიანი გახდეს. ✸ წარსულში, როცა კონდიციონერი არ არსებობდა, ხალხი იატაკს ასველებდა. ოთახში ტემპერატურა სწრაფად ეცემოდა და ძილი უფრო კომფორტული ხდებოდა. გამოიყენეთ ჭერის ვენტილატორიეს მოწყობილობა იაფია, ჭერზე მაგრდება და საკმაოდ კარგად აგრილებს ოთახს. თუ ჭერის ვენტილატორი გაქვთ, დარწმუნდით, რომ ზაფხულის რეჟიმზეა დაყენებული, რადგან ბევრ ჭერის ვენტილატორს გაგრილების 2 რეჟიმი აქვს - ზაფხულისთვის და ზამთრისთვის. საწოლის გაგრილება✸ თუ თქვენი თეთრეული ატლასისგან ან სინთეტიკისგანაა დამზადებული, უმჯობესია, ჩაანაცვლოთ ბამბით ან აბრეშუმით. ბამბა ოფლს შთანთქავს და აგრილებს კანს. ✸ ასევე, ჩაიცვით ბამბის პიჟამო, ეს ქსოვილი უკეთ "სუნთქავს", ან დაიძინეთ ტანსაცმლის გარეშე. ეს კიდევ უფრო კარგი გზაა. ✸ კიდევ ერთი ხერხი თეთრეულის მაცივარში მოთავსებაა. დაძინებამდე კი საწოლს გრილი თეთრეულით გააწყობთ და კომფორტულად დაიძინებთ. გაითვალისწინეთ, თეთრეული საყინულეში არ მოათავსოთ, თორემ შეიძლება ავად გახდეთ! როცა ჰაერის კონდიციონერი გაქვთჩემს მეგობარს სახლში კონდიციონერი აქვს, რომლის მეშვეობითაც ოთახს აგრილებს, მაგრამ, სამწუხაროდ, თავად ყოველთვის ცივდება. როცა კონდიციონერი ჩართულია - ძალიან ცივა, როცა გამორთულია - ძალიან ცხელა, ის კი ოქროს შუალედს ვერ პოულობს. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ძილისთვის საუკეთესო ტემპერატურა 17-18°C-ია. ასე რომ, თუ შესაძლებელია, ამ ტემპერატურის შენარჩუნება სცადეთ ოთახში. ბევრ კონდიციონერს გაგრილების სხვადასხვა რეჟიმი აქვს, მაგალითად ღამის. შეამოწმეთ რეჟიმები! თუ კონდიციონერს ასეთი რეჟიმი არ აქვს, მაშინ დახურეთ ყველა ფანჯარა და კონდიციონერი 2-3 საათით ყველაზე გრილ რეჟიმზე დააყენეთ. შემდეგ კი გამორთეთ. p.s. სტატია ნათარგმნია. გრილ და სასიამოვნო ზაფხულს გისურვებთ!1. 10 სასარგებლო რჩევა გოგონებს ზაფხულისთვის 2. ცივი ჩაი - უგემრიელესი გამაგრილებელი სასმლის რეცეპტი ლიპტონისგან 3. რა ტიპის ადამიანები შეგვხვდებიან ზღვაზე ამ ზაფხულს - სახალისო ილუსტრაციები 510 5-ს მოსწონს
|