x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ანტარქტიდა – გაიგეთ რა საიდუმლოს მალავს მეექვსე კონტინენტი
image


ბელინსჰაუზერი და ლაზარევი, სავარაუდოდ, პირველები არ იყვნენ მათ შორის, ვინც ეს კონტინენტი ნახა. იმის მტკიცებულებად, რომ ჩვენი წინაპრები ანტარქტიდაზე ბევრად უფრო ადრე იმყოფებოდნენ, ვიდრე რუსული ექსპედიციის წევრები, რომლებიც სამხრეთის კონტინენტის აღმომჩენებად ოფიციალურად ითვლებიან, უძველესი რუკები გამოდგება. მათზე იმდენად დეტალურადაა ასახული ანტარქტიდის სანაპირო ხაზი, რომ წარმოუდგენელია ვინმეს უბრალოდ, თავისი ფანტაზიით «მიეხატა».

რიალურად, ანტარქტიდა — საკმაოდ კომპაქტური არქიპელაგია და მის ყველაზე დიდ ნაწილს შეგვიძლია ვუწოდოთ კონტინენტი, ისიც – პირობითად. მისი სანაპირო ხაზი ძლიერ არის დანაწევრებული, ხოლო ირგვლივ, პატარ-პატარა კუნძულებია გაბნეული ისე, როგორც ეს ეგეოსის ზღვაშია.


image


ეს ყველაფერი კარგად ჩანს ყინულით დაფარული ანტარქტიდის, სპეციალისტების მიერ კონსტრუირებულ რელიეფის რუკაზე და კიდევ, უძველეს რუკაზე, რომლის ფრაგმენტი ქვემოთ არის წარმოდგენილი. ეს 1513 წლით დათარიღებული პორტულანია (საზღვაო რუკა, სანაპირო ხაზის და საზღვაო გზების მონაცემებით), რომლის ავტორი თურქი ადმირალი და ცნობილი მოგზაური ფირი რეისია (1470–1553). რუკაზე ანტარქტიდა სრულიად თავისუფალია ყინულისგან და როგორც ჩანს, იქ ეგზოტიკური ცხოველებიც ბინადრობდნენ (ძველ წყაროებში, ეს მიწები დრაკონების სამეფოდ არის მოხსენიებული).

გეოგრაფები და არტიფაქტების მკვლევრები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ასე ზუსტად საზღვრების გადმოცემა შესაძლებელი იყო მხოლოდ დედამიწის ორბიტიდან გადაღებული ფოტოსურათებით. მაგრამ, ჩვენი ცივილიზაციის მიერ კოსმოსის ათვისება, მხოლოდ გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან გახდა შესაძლებელი.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რუკის უტყუარობა ექსპერტიზის მიერ არის დადგენილი. რუკაზე და მის გვერდებზე გაკეთებული მინაწერები, ნამდვილად ადმირალი რეის მიერ არის გაკეთებული.

საიდან უნდა სცოდნოდა XVI საუკუნეში ფირი რეისს, თუ როგორ გამოიყურებოდა სამხრეთის კონტინენტი? და კიდევ, თუ ეს რუკა მართლაც შუა საუკუნეებშია შედგენილი, რატომ არის სამხ. ამერიკა და ანტარქტიდა გაერთიანებული? იქნებ სწორედ ამ რუკით ხელმძღვანელობდა მაგელანი ექსპედიციის დროს (1519-1522) და მას რომ სცოდნოდა, მოგვიანებით, ფ. დრეიკის (1540 - 1596) მიერ აღმოჩენილი სრუტის არსებობის შესახებ, მისი ბედი და მოგზაურობა სულ სხვაგვარად წარიმართებოდა.

ფირი რეისი გამოჩენილი მოგზაური იყო, მაგრამ როგორც ჩანს, მას ანტარქტიდა თვალითაც არ უნახავს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მასზე დრაკონების ნაცვლად, ყინულს ასახავდა, რომელიც სამხრეთის კონტინენტზე მილიონობით წლის წინ გაჩნდა!

და აქ ჩნდება ლოგიკური კითხვა: ვინ შეადგინა ეს რუკა?!

image


თავად ფირი რეისი ძალიან პატიოსანი ადამიანი იყო და ამის გამო, თუ იმიტომ, რომ შეცდომების აღმოჩენის შემთხვევაში, თავი დაეზღვია, რუკის კიდეებზე გაკეთებული მინაწერებით გვატყობინებს, რომ მისი რუკის საფუძველს, ადრეული პერიოდის ისტორიული წყაროები და უფრო ძველი რუკები წარმოადგენდა.

ფირი რეისის რუკის გარდა, არსებობს სხვა რუკებიც, რომლებზეც ანტარქტიდის კონტინენტი, ასევე ყინულის გარეშე არის დატანილი. იცნობდნენ, თუ არა, უფრო გვიანდელი რუკის ავტორები, თურქი ადმირალის რუკას, უცნობია. მაგრამ პირველწყარო, სავარაუდოდ, ერთი და იგივე იყო.



imageორენცი ფინეუსის რუკა, 1531 წ.


imageფილიპ ბუაშეს რუკა, 1739 წ.


ადრე მეცნიერები თვლიდნენ, რომ 20-30 მლნ. წლის წინ სამხრეთის კონტინენტი უკვე ყინულით იყო დაფარული და თითქმის ისე გამოიყურებოდა, როგორც ახლა. თუმცა, უკანასკნელმა კვლევებმა აჩვენა, რომ რეალურად, ყინულის ჯავშანი ანტარქტიდაზე, ბევრად უფრო გვიან გაჩნდა და როგორც ახლა ამტკიცებენ, ეს დაახლოებით, 6 მლნ. წლის წინ უნდა მომხდარიყო. მაგრამ, არც ეს ცვლილება ხსნის რუკების საიდუმლოს. რადგან ევოლუციის თეორიის თანახმად, homo sapience მხოლოდ 140 000 ± 20 000 წლის წინ გაჩნდა დედამიწაზე და ნაკლებად დასაჯერებელია, რომ მას კარტოგრაფიული ცოდნა გააჩნდა!

ამ სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი, ამ რეგიონში არქეოლოგიური კვლევის გაფართოებაა, მაგრამ რამდენად შესაძლებელია ამის გაკეთება, როდესაც საკვლევ ობიექტს ზემოდან 4 000 მ-იანი ყინულის ფარი ადევს?

თუმცა, რთული პირობების მიუხედავად, მეცნიერები ცდას არ აკლებენ და ანტარქტიდა გამუდმებით მათი ყურადღების ცენტრშია.

ასე მაგ., 2001 წელს პრესაში ინფორმაცია გავრცელდა, რომ აშშ-მ კონტინენტზე ანომალური ობიექტი აღმოაჩინა და ექსპედიცია გაგზავნა, რომელსაც თან, ბურღვითი პროცესებისთვის, 40 ტონიანი მოწყობილობა ჰქონდა.image
image

imageმას შემდეგ, რაც ინფორმაციამ «გაჟონა», ამერიკელებმა დაადასტურეს, რომ 2001 წლის აპრილში, ამერიკულმა სატელიტმა-ჯაშუშმა კონტინენტზე უძველესი ნაგებობა ან დიდი ზომის აპარატი აღმოაჩინა და კვლევების საწარმოებლად, მაშინვე ექსპედიციაც გაიგზავნა.

როგორც შემდგომ გახდა ცნობილი, აღნიშნულმა ექსპედიციამ არამიწიერი წარმოშობის არტიფაქტი, უფრო სწორდ, მფრინავი ობიექტი აღმოაჩინა, რომელმაც კატასტროფა, დაახლოებით, 12 000 წლის წინ განიცადა. ასევე აღსანიშნავია, რომ ამო-ს ჩამოვარდნის ადგილზე უამრავი ხელსაწყოა ნაპოვნი (ალბათ, მის შეკეთებას ცდილობდნენ). მაგრამ, ეს აღმოჩენა გასაიდუმლოებულია. ისევე, როგორც ყველა სხვა აღმოჩენა, რაც ოფიციალური მეცნიერების მიერ დადგენილ ჩარჩოში არა «ჯდება».



კორი გუდი, მკვლევარი და მეცნიერი, რომელიც უკვე წლებია აშშ-ს მთავრობასთან თანამშრომლობს, ამბობს, რომ არსებობს უძველესი არამიწიერი ცივილიზაცია, რომელიც 2 მილის სისქის ყინულის ქვეშ არის ჩამარხული და რომ ის, 2017 წ. იმ ექსპედიციის შემადგენლობაში იყო, რომელიც 55 000 წლის წინანდელი უცხო ცივილიზაციის არტიფაქტებს იკვლევდა. მისი მტკიცებით, ამჟამად დოკუმენტური ფილმის გადაღება და სამეცნიერო სტატიების მომზადება მიმდინარეობს, რომლებიც მომავალში, სამეცნიერო საზოგადოების გაკვირვებას გამოიწვევენ და მსოფლიოს შოკში ჩააგდებენ.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageაკრძალული არქეოლოგია (ადამიანი-გიგანტები – უძველესი მოსახლეობა ჩვენს პლანეტაზე)
ერთი ცის ქვეშ (ადამიანები და დინოზავრები)

რატომ გაქრნენ გიგანტები

პირველი დედამიწელები

3 მზე და კავკასიური რასა


14
3391
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
3391
  
2018, 2 ივლისი, 21:11
ოლო-ბოლო შევრიგდით და ჩემი შენიშვნა მისაღებია? თუ არადა,დავიწყოთ ისევ თავიდან...
2018, 2 ივლისი, 20:41
კარგი. ჩათვალე რომ ყველაფერი გავატარე. მადლობა კეთილი სურვილებისთვის. კარგად
2018, 2 ივლისი, 20:36
ძალიან კარგი,ალექსი,აზერბაიჯანელი მეგობრები მყავს მარნეულში,მე შენთვის საიტის დატოვება არ მიკადრებია,მხოლოდ შენიშვნა მოგეცი,გამართულად სწერე-თქო.ძალიან კარგია ქართულად რომ წერ,გეტყობა ახალგაზრდა ხარ და მაგიტომ ფიცხობ.ბოლოში ცოტა არაკორექტულად გამოგივიდა,მაგრამ არაუშავს.რაც შეიძლება მეტი წერე,ოღონდ ნუ გეწყინება ობიექტურ შენიშვნებს თუ ვინმე მოგცემს,სწავლა სიბერემდეა,შვილო.ისე,სამოქალაქო ჟურნალისტურ საიტს ენის სიწმინდის დაცვა არ მოეთხოვება? ეს როგორი ლოგიკაა.მოკლედ, წარმატებები....
2018, 2 ივლისი, 20:29
დიდი მადლობა ჩემო კარგო. მე ოს არ ვარ აზერბაიჯანელი ვარ. რაც ეს საიტი არსებობს აქ ვარ პირველივე დღიდან. რახან შენ არ მოგქონს ვერ დავტოვებ საიტს, ძალიან ბევრი გამომწერი და მეგობარი მყავს პირველ რიგში ეგ არის რაც ამ საიტიდან შევიძნე. აქ ყველა ვწერთ შეძლებისდაგვარად. მეგობრებისგან შენიშვნასაც ვიღებ რაც მეკუთვნის, ვეკითხები კიდეც თუ საჭიროა. მაგრამ აი შენი საქმე ეს ნამდვილად არ არის თუ მე როგორ დავწერ სამოქალაქო ჟურნალისტურ საიტზე. ადმიანისტრაცია ჰყავს საიტს და თუ რამეა ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებას, ჩემო კარგო
2018, 2 ივლისი, 20:27
მოკლედ ,ალექსი, ცოტა შენც გაითვალისწინე ჩემი შენიშვნები,მეც უფრო ლიბერალურად შეგხედავ და შევრიგდეთ,ნუ მბლოკავ...
2018, 2 ივლისი, 20:25
ღმერთმა ხელი მოგიმართოს,ჩემო ალექსეი,ყველა კარგ საქმეში,მაგრამ მწყინს,კაცი ჟურნალისტობ და რა ენაზეც წერ,იმ ენის გრამატიკას არ იცნობ.რა სწერია თქვენი საიტის წესებში, არაგრამატიკულად,შეცდომებით წერის უფლება გაქვთო?მერე, მე თუ თავს გაგიყადრებ და შენიშვნას მოგცემ,რატომ გწყინს? მაშინ უშეცდომოდ წერე შვილო.ისე,შენც ძალიან საყვარელი ბიჭი სჩანხარ ალექსეი...
2018, 2 ივლისი, 20:19
:დ :დ რა საყვარელი ყოფილხარ შენ არ ვიცოდი.... ჯერ ცოტა საიტის წესებს გაცნობოდი და მერე დაგეწერა აქ კომენტარები და მერე დაგეწყო ავტორების გაკრიტიკება. ეს ერთი მეორეც რა მჭირს სამაგისოდ რომ შენ მაკრიტიკებ. ჯერ ისევ მაქსიმალურად ვცდილობ ზრდილობიანი და კარგი ბიჭი ვიყო, როგორც მიცნობენ :)
2018, 2 ივლისი, 20:15
და რა გისწორდება,ქართული ენის დამახინჟება თუ შენი სიდებილის გამოვლენა? წადი შვილო დაშენი მშობლიური ოსური ენა დაამახინჯე,ან რუსული,ჩემს ენას ნუ ამახინჯებ...
2018, 2 ივლისი, 20:13
აბა რააააა :*
2018, 2 ივლისი, 20:11
ამ კომენტარით შენს დონეს ავლენ,ჩემო ალექსეი...
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10