x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ადამიანი-გიგანტები – უძველესი მოსახლეობა ჩვენს პლანეტაზე (3 მზე და კავკასიური რასა)

ლეგენდების თანახმად, კავკასიური (კავკასოიდური, ანუ ევროპეიდული) რასა დედამიწაზე 3 მზის შემდეგ გამოჩნდა. ეს იშვიათი მოვლენა, როდესაც მზის და მის მახლობლად მდებარე ორი ვარსკვლავის ორბიტა გადაიკვეთა და დადემიწაზე ერთდროულად 3 მზე გამოჩნდა, დაახლოებით, 600 000 წლის წინ მოხდა.


imageimage
458 508 წლის წინ — ჩრდილოეთის მატერიკის დასახლება დაიწყო. ზოგიერთი ძველი წყაროს მიხედვით, სწორედ ეს კონტინენტი იყო მთელი კაცობრიობის პირველი სამშობლო. მაგრამ, როგორც უკვე ვნახეთ, იმ პერიოდისთვის დედამიწაზე უკვე იყვნენ სხვადასხვა რასის წარმომადგენლები (იხ. დასაწყისი: ნაწილი I, ნაწილი II, ნაწილი III, ნაწილი IV)!

ლეგენდების მიხედვით, კონტინენტი, რომელიც მდინარეებით 4 ნაწილად იყო გამოყოფილი, 3 მზის დროს ამოვიდა ოკეანიდან. მისი არსებობის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ ლეგენდებით და მითებით გვეცოდინებოდა, რომ არა გ. მერკატორის (1515-1594 წწ) მიერ შედგენილი და მისი სიკვდილის შემდეგ გამოცემული (1595 წ.) რუკა, რომელზეც სწორედ ეს კონტინენტი არის დატანილი.


image


109 806 წლის წინ — მზის სისტემაში მომხდარი კატასტროფის გამო, ოკეანის დონემ აიწია და ჩრდილოეთის კონტინენტმა ჩაძირვა დაიწყო. ამიტომ, მისმა მოსახლეობა ევრაზიის კონტინენტზე დაიწყო გადასახლება.

ის, რომ ეს კონტინენტი მართლაც არსებობდა, კარგად ჩანს ოკეანის ფსკერის რელიეფის ფოტოზე, რომელიც კოსმოსიდან არის გადაღებული. მაგრამ, რა უნდა სცოდნოდა მერკატორს კონტინენტის შესახებ, რომელიც თითქმის ნახევარი მლნ. წლის წინ გაჩნდა და 100 ათასი წლის წინ გაქრა?

ბევრი რამ ჩვენთვის ცნობილი არ არის, მაგრამ იგივე მითების და ლეგენდების მიხედვით, ზემოთ ხსენებულ ჩრდილოეთის კონტინენტზე ემიგრანტები, პატარა დათვის თანავარსკვლავედიდან, პოლარული (ჩრდ.) ვარსკვლავიდან ჩამოვიდნენ.


image


კოსმოსური მასშტაბებით, თითქმის იგივე პერიოდში გამოჩნდნენ დედამიწაზე კიდევ ერთი რასის წარმომადგენლები.

450 000 წლის წინ — მზის სისტემის ყველაზე შორს მდებარე პლანეტაზე მოსახლეობის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნა, ატმოსფეროს შრის დარღვევის გამო. ანუს (ზევსი ბერძნულ მითოლოგიაში) მიერ დამხობილი, ნიბირუს მმართველი ალაუ (ალალუ), თავშესაფრის ძიებისას, დედამიწაზე ჩამოვიდა. აქ მან ოქროს დიდი მარაგი აღმოაჩინა და ნიბირუს ატმოსფეროს დასაცავად, მისი მოპოვება გადაწყვიტა.


image


ძველი შუმერული ჩანაწერების მიხედვით, ანუნაკები (იგივე ატლანტები, ბერძნულ მითოლოგიაში) 445 000 წლის წინ, სწორედ ნიბურუდან ჩამოვიდნენ დედამიწაზე. მათი ქრონოლოგიის მიხედვით, პლანეტა ნიბირუ დედამიწის სიახლოვეს, ყოველ 3 600 წელიწადში ერთხელ ჩნდებოდა და ოქრო მიჰქონდა.

თავდაპირველად, ოქროს ოკეანის წყლიდან მოიპოვებდნენ, მაგრამ ეს ხანგრძლივი და არაეფექტური პროექტი აღმოჩნდა. ამიტომ, დედამიწაზე თავად ანუ (ზევსი, ბერძნულ მითოლოგიაში) ჩამოვიდა. არსებული სიტუაციის შესწავლის შემდეგ, მან ოქროს მოპოვება სამხ. აფრიკაში გადაწყვიტა.

სამხრეთ აფრიკის ტერიტორიაზე არქეოლოგებმა მართლაც აღმოაჩინეს საბადო და გეოლოგების შეფასებით, ამ მაღაროებში ძვირფას ლითონს 200 000 წლის წინ მოიპოვებდნენ. გამოდის რომ, ეს იმ პერიოდში ხდებოდა, როდესაც ოფიციალური მეცნიერების მონაცემებით, ჯერ კრომანოინელებიც არ უნდა ყოფილიყვნენ.
მითებში ისიც არის ნათქვამი, რომ 40 «სფეროს» შემდეგ (40х3.600=144.000 წელი), დედამიწაზე გამოჩნდა ადაპას მოდგმა, რომელიც მაღაროებიდან ოქროს მოიპოვებდა, ხოლო მათი ხელმძღვანელი ანუს შვილი ენლილი იყო.
ატრაჰასისის თქმულების მიხედვით, 300 000 წლის წინ ანუნაკების უმრავლესობამ დედამიწა დატოვა, სავარაუდოდ, ტემპერატურის დაცემის გამო, რომელიც გამყინვარების ეპოქას (მორიგი ციკლი 200 000 წლის წინ იყო) უძღვოდა წინ. დედამიწაზე მხოლოდ 300 ანუნაკი დარჩა.

100 000 წლის წინ დედამიწაზე დათბა. ანუნაკები იმდენად დაუახლოვდნენ ადამიანებს, რომ დედამიწელი ქალების ცოლად შერთვა დაიწყეს. ამ ფაქტით აღშფოთებულმა ენლინმა დედამიწა «დაწყევლა» და მასზე 75 000 წლის წინ გამყინვარების მორიგი ციკლი დაიწყო, რომელიც 10 000 წელი გაგრძელდა.
შუმერულ-აკადური მითოლოგიის თანახმად, ანუნაკები, რომლებსაც ისინი ღმერთებად მიიჩნევდნენ, მხოლოდ პლანეტას კი არ აკონტროლებდნენ, ადამიანების ბედსაც განსაზღვრავდნენ. ქმნიდნენ სახელმწიფოებს და მეფეებად ანუნაკების და ადამიანების ქორწინების შედეგად დაბადებულ ადამიანებს ნიშნავდნენ. იგივე შუმერული წტაროების ცნობით, სწორედ ანუნაკებმა შექმნეს მათი ქვეყანაც.

თუ შუმერებმა ნიბირუდან ჩამოსული ადამიანები, მათი უსაზღვრო შესაძლებლობების გამო, ღმერთებად მიიღეს, უფრო გვიანდელ, ევროპულ მითოლოგიაში, ნიბირუს შესახებ ინფორმაცია გაქრა და ანუნაკებს უკვე ღმერთებად მოიხსენიებდნენ.

imageპლატონი «კრიტიაში» წერს: «ღმერთები შეიკრიბნენ და მთელი დედამიწა გაიყვეს». პოსეიდონს (ენკი (ენქი, ეა), ანუს ვაჟი) კუნძული ატლანტიდა ერგო და რადგან პოსეიდონი და ენკი ერთი ღმერთია, გამოდის რომ ენკმა შუა ოკეანეში მდებარე კუნძული მიიღო საკუთრებაში. იმ დროს, კუნძული უკაცრიელი იყო, მაგრამ მასზე ანუნაკების იარაღი იყო დამალული, რომელიც იქ, მათი დედამიწაზე ჩამოსვლის პერიოდიდან ინახებოდა.

შენიშვნა: ბერძნულ მითოლოგიაში, პოსეიდონი (ენკი) ზევსის ძმა არის, ხოლო შუმერულში - ანუს (ზევსის) შვილია.

სწორედ ანუნაკებმა შექმნეს 12 000 წლის წინ სფინქსის ქანდაკება და პირამიდები ეგვიპტეში და არა მარტო იქ:


image



8 670 წლის წინ — მომხდარმა წარღვნამ ბევრი რამ შეცვალა. ატლანტიდა ოკეანემ შთანთქა და ახალი ეპოქა დაიწყო ჩვენი ცივილიზაციის ისტორიაში... imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

imageეგვიპტის პირამიდები ჩვენი ცივილიზაციის მიერ არ არის აშენებული

იცით, რატომ აშენებდნენ პირამიდებს?

თანამედროვე ატლანტიდა


0
2509
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2509
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0