ასტროლოგია არამიწიერ ცივილიზაციის წარმომადგენლებთან ადამიანის პირისპირ შეხვედრა უახლოეს დროში მოხდება 2018, 1 ივლისი, 14:24 2017 წლის ოქტომბერში, უფოლოგებმა ბრიტანეთში ერთ თვეში შეძლეს არამიწიერი ცივილიზაციის 6 სიგნალის დაჭერა ამავე პერიოდში ბრიტანეთის სამეფოს სხვადასხვა ქალაქში მოქალაქეებმა დააფიქსირეს უცხო ობიექტები. მაშინ სამხედრო უწყებამ განაცხადა, რომ ატარებებენ სასწავლო წვრთნებს, მაგრამ ამის შესახებ ოფიციალური დოკუმენტები არ ყოფილა. უკვე 2018 წელს უფოლოგებმა მთელს მსოფლიოში მასიურად მიიღეს სიგნალები არამიწიერი ცივილიზაციის წარმომადგენლებისგან. შემთხვევები დაფიქსირდა აშშ-ში, ბრიტანეთში, ევროპაში, თურქეთში, იაპონიასა და რუსეთში. მხოლოდ გასულ თვეში როსტოვის, ვორონეჟისა და სარანსკის ოლქის თვითმხილველები აცხადებდნენ სამი შემთხვევის შესახებ, როდესაც ჩვეულებრივმა მოქალაქეებმა დაინახეს უცხოპლანეტელთა ობიექტები. ზოგიერთი ყოფილი NASA- ს თანამშრომლები აცხადებენ, რომ უცხოელთა შემოჭრა უკვე დაწყებულია. საინტერესოა, რომ კოსმოსური სააგენტოებმა, რომელთაც თანამედროვე აპარატურა აქვთ, არაერთხელ გადამალეს და ამოჭრეს კადრები საკუთარი თანამგზავრებისა და სადგურებისგან, სადაც შესაძლებელია უცხოპლანეტელთა ობიექტების აშკარად დანახვა რატომ მალავს NASA ფაქტებს? ბევრი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ზოგიერთმა სახელმწიფომ უკვე დაამყარა კონტაქტის არამიწიერ ცივილიზაციასთან, მაგრამ საზოგადოება ჯერ კიდევ არ არის მზად ასეთი წარმოუდგენელი ინფორმაციის მისაღებად. გვემუქრება თუ არა საფრთხე უცხოელთა შემოჭრით დედამიწაზე? ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი არ არსებობს, ვინაიდან არსებობს აზრთა სხვადასხვაობა. ვიღაცა მიიჩნევს, რომ არამიწიერ ცივილიზიაციასთან კონტაქტი კაცობრიობისთვის სასარგებლოა, ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ მათგან მაღალი ტექნოლოგიების ცოდნა. ხოლო, ზოგი კოსმოლოგი ამტკიცებს, რომ ისინი წამებში გაანადგურებენ ყოველივე ცოცხალ არსებას დედამიწაზე და მოხდება აპოკალიფსი. ზოგი მეცნიერი კი ამტკიცებს, რომ, დედამიწელებს აქვს სუპერ მძლავრი იარაღი, რომლითაც შეუძლიათ ნებისმიერი თავდასხმის მოგერიება. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ადამიანი ცხოვრობს დედამიწაზე, მაშინ რატომ არ შეიძლება არსებობდეს სხვა სახით სხვა პლანეტაზე სიცოცხლე?. ასეთი ფაქტის უარყოფა საკმაოდ სულელურია, თუ გავითვალისწინებთ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს მთელს მსოფლიოში. უფოლოგების აზრით, ადამიანი პირისპირ შეხვდება არამიწიერ არსებას უახლოესი ათი წლის განმავლობაში, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ ეს მოხდეს ბევრად უფრო ადრეც. 447 შეფასება არ არის
|