რელიგია ზიმბაბვეში დააკავეს მღვდელი, რომელიც 'სამოთხის ბილეთებს " ყიდდა 2018, 30 ივნისი, 8:06 ზიმბაბვეში პოლიციამ თაღლითობის ბრალდებით დააკავა პასტორი მეუღლესთან ერთად, რომლებიც "სამოთხის ბილეთებს" ყიდდნენ.
პასტორმა ტიტ ვატსმა მრევლს განუცხადა, რომ გამოეცხადა იესო ქრისტე და განსაკუთრებით ცოდვილი ადამიანებისთვის "სუფთა ოქროსგან დამზადებული სამოთხის ბილეთები“ გადასცა. მღვდელმა დაკავების შემდეგ განაცხადა:" არ მაღელვებს რას ამბობს პოლიცია და ხალხი ჩემზე, მე მდევნიან მხოლოდ იმიტომ, რომ უფლის საქმეს ვასრულებ." აღსანიშნავია, რომ ათასობით ადმაიანმა გააპროტესტა პასტორის დაკავება, ისინი დაუყონებლივ მოითხოვენ მღვდლის გათავისულებას, რათა იყიდონ სამოთხის ბილეთები. ალბათ ეს არის ნიშანი მეორედ მოსვლისა, ირონიულად აღნიშნავს Zimbabwe Today, (2 ტიმოთე3:1) 561 4-ს მოსწონს
|