x
image
alex999
სვანიძის ქუჩაზე ნაპოვნი ცხედარი, შესაძლოა 13 ივნისის სტიქიისას გარდაცვლილს ეკუთვნოდეს
ამ წუთებში, სვანაძის ქუჩაზე საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს. რამდენიმე საათის წინ ამ ტერიტორიაზე კაცის ცხედარი იპოვეს, რომელსაც ფეხები და ხელები არ აქვს და სავარაუდოდ, დიდი ხნის გარდაცვლილია.


image


დაუზუსტებელი ინფორმაციით, ცხედრის შესახებ ორი ვერსია ვრცელდება. ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა ქანების გამო სასაფლაოს მიწის ჩამოშლა მოხდა. ასევე ამბობენ, რომ ტერიტორია 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის ეპიცენტრია და არაა გამორიცხული სტიქიისას გარდაცვლილი ადამიანის ცხედარი იყოს.


2015 წლის 13 ივნისის ტრაგედიიდან 3 წელი გავიდა. მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 24 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, აქედან ორი, ბექა ბუთურიშვილს და სერგი კაპანაძე დღემდე დაკარგულად ითვლება. დაღუპულებს შორის იყო ზოოპარკის სამი თანამშრომელი და მაშველები.



image


ცხედარი , ძაღლების ყოფილი თავშესაფრის ნანგრევებში იპოვეს. მამაკაცის ცხედარი შიშველია, ხელები და ფეხები არ აქვს. ცხედარი სავარაუდოდ დიდი ხნის დაღუპულია, რადგან ნაწილობრივ გახრწნილია. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი და ამ ეტაპზე შსს-სგან პასუხს ელოდებიან.










სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


{თქვენთვის საინტერესო}


1. მის საოცარ თვისებებზე მთელი მსოფლიო ლაპარაკობს - სპირულინა

2. “ახლა გამოდით რომელიმე და მითხარით, რომ ნარკოდამოკიდებულები მხოლოდ საკუთარ თავს ვნებენ, ” – ხათუნა პაიჭაძე

3. საუკუნეების განმავლობაში არ იცვლებიან! - 17 საინტერესო ფაქტი მუმიების შესახებ

4. ე.წ. შარდის სკანდალი - "აბაზოვმა შეაფურთხა, ფიზიკურად გაუსწორდა და აიძულა შარდი სახეზე წაესვა" - პროკურატურა

5. "არაადამიანურად ექცევიან ბავშვებს - ტუალეტში არ მიჰყავთ, ეუბნებიან რომ შარვალში ჩაიფსან და ჩაისვარონ"- რა ხდება საბავშვო ბაღებში

2
1932
8-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
1932
  
2018, 29 ივნისი, 14:24
ეგრევეეგ გავიფიქრე , მაგრამ ფიზიკის კანონბს თუ დვუჯერებთ , ცხედარს მაღლა არ წაიღებდა წყალი??
2018, 28 ივნისი, 23:32
ღმერთო ჩემო :(
0 1 2