ასტროლოგია 27-28 ივნისის ორი იშვიათი ასტრონომიული მოვლენა 2018, 28 ივნისი, 13:08 27-28 ივნისს შესაძლებელია ორი ასტრონომილო მოვლენის დაფიქსირება. ასი წლის მანძილზე ყველაზე ხანგრძლივი მთვარის დაბნელება და მარსის მაქსიმალური მოახლოება დედამიწასთან. მოსკოვის პლანეტარიუმის ინფორმაციის თანახმად მთვარის დაბნელება მოსკოვის დროით 21:24 საათიდან 1:20 საათამდე გაგრძელდება სრული ფაზის პერიოდი იქნება 1 საათი 44 წუთი - 22:30 -დან 00:14-მდე. "ცის პარკში" პლანეტარიუმის სტუმრებისთვის, ვისაც საკუთარი თვალით სურს უნიკალური მოვლენების ნახვა, განთავსებულია ათეულობით ტელესკოპი. მარსი დედამიწიდან 55, 7 მილიონი კილომეტრის დაშორებით ჩაივლის, მთვარიდან 7გრადუსით. ასე ახლოს მარსი დედამიწასთან შემდგომში ჩაივლის 2035 წელს. ამ ორი მოვლენის დამთხვევას, რომელიც 188 წელში ერთხელ ხდება, შეცდომით უწოდებენ ორი მთვარის გამოჩენას ცაზე. ექსპერტები განმარტავენ, რომ მიუხედავად მკვეთრი სიკაშკაშისა, მარსი გამოჩნდება ცაზე არა როგორც მეორე მთვარე, არამედ როგორც დიდი ვარსკვლავი. 72 შეფასება არ არის
|