x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
მის საოცარ თვისებებზე მთელი მსოფლიო ლაპარაკობს - სპირულინა

სპირულინა არის მტკნარი წყლის მწვანე სპირალის ფორმის წყალმცენარე. ის შეიცავს ნატურალურ პიგმენტ ქლოროფილს, და აქვს ძალიან მაღალი მცენარეული ცილის შემცველობა. სპირულინა – იმუნიტეტის ძლიერი მხარდამჭერია. სპირულინა არის უბრალო, ერთუჯრედიანი ორგანიზმი, რომელიც არსებობს დედამიწაზე 3, 5 მილიარდი წელიწადი. ის იყო ცნობილი აცტეკებისთვის და მაიას ტომებისთვის, ასევე აფრიკელებსა და აზიატებისთვის.


image


„ჯანსაღი კვების“ მსოფლიო ბაზარზე ყოველწლიურად სპირულინას ბიომასის დაახლოებით 3000 ტონა იყიდება. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით თავისი თვისებებით და შედეგებით სპირულინა აღემატება საერთო გაჯანსაღებისთვის არსებულ ყველა ცნობილ საკვებსა და სამედიცინო პრეპარატს. მისი მიღებისას გვერდითი მოვლენები პრაქტიკულად არ აღინიშნება, კარგად გადაიტანება, არ იწვევს შეჩვევას და დამოკიდებულებას. არის ერთუჯრედიანი ლურჯ-მწვანე წყალმცენარეა. გამოკვლევების თანახმად ერთ გრამ სპირულინაში მიკროელემენტებისა და ვიტამინების რაოდენობა ისეთივეა, როგორც ერთ კილოგრამ ბოსტნეულში. ხოლო ამინომჟავების შემადგენლობით სრულიად უნიკალური პროდუქტია. ზოგიერთი მათგანი ძალიან იშვიათია ბუნებაში. სპირულინას თვისებები უძველესი დროიდანაა ცნობილი. ჯერ კიდევ სამხრეთ ამერიკის აბორიგენებმა იცოდნენ ამ წყალმცენარის სასარგებლო თვისებების შესახებ და საკვებად იყენებდნენ მას. ზოგადად, იმ სანაპიროსთან დასახლებული ტომები, სადაც სპირულინა იყო გავრცელებული, ყოველთვის გამოირჩეოდნენ ჯანმრთელობით.


image


სპირულინას შემადგენლობაში აღმოჩენილია ლურჯი პიგმენტი ფიკოციანინი, ნივთიერება, რომელსაც შეუძლია გააჩეროს კიბოს უჯრედების ზრდა. დედამიწის ზურგზე სხვა არც ერთ პროდუქტში ეს პიგმენტი ნაპოვნი არ არის.


image


სასარგებლო თვისებები:


* მდიდარია ცილებით. ცილების შემცველობა სპირულინაში 70%-ს აღწევს, ანუ 10გ წყალმცენარეში ის იმდენია, რამდენიც 1 კგ ხორცში.


* უცხიმო ცილების უხვი რაოდენობიდან გამომდინარე, არის საკმაოდ დიეტური.

* შეიცავს 4 ჯერ უფრო მეტ B12(ციანოკობალამინი), ვიდრე ხბოს ღვიძლი.

* მდიდარია D ვიტამინით, სპირულინაში 58 ჯერ უფრო მეტი D ვიტამინია, ვიდრე ისპანახში. რკინის ნაკლებობას თუ განიცდით, აუცილებლად მიიღეთ სპირულინა.

* არის ერთ-ერთი ძლიერი ანტიოქსიდანტი, ორგანიზმიდან დევნის ტოქსინებს და იცავს კანს.


image


* თუ სწორად შეძლებთ სპირულინას გამოყენებას, მაშინ სიბერესაც დაძლევთ.

* სასარგებლოა კუნთებისთვის.

* სასარგებლოა სისხლისთვის.

* ასევე შეიცავს უხვი რაოდენობით თუთიას, სპილენძს, ამინომჟავას, ლილონურ მჟავას, მანგანუმს და E ვიტამინს.

* მეცნიერები დღემდე აგრძლებენ კვლევას, იმის შესახებ, რომ სპირულინას შეუძლია კიბოს უჯრედების განადგურება.

* აძლიერებს იმუნურ სისტემას და ალერგიული რეაქციებისგან იცავს კანს.


image


მთლიანად სპირულინას შემადგენლობაში შედის 2000-მდე ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება: ვიტამინები, მინერალები, ფერმენტები, ამინომჟავები. მსოფლიოს წამყვან სამედიცინო, საკვლევ-სამეცნიერო და სამედიცინო დაწესებულებებში ჩატარებულმა კვლევებმა დაამტკიცეს, რომ სპირულინას აქვს უნიკალური თვისებები და შესაძლებელობები:


* გრიპის ნებისმიერი სეროტიპის დათრგუნვა.

* ვიტამინებისა და მინერალების კომპენსაცია.

* სისხლში არეგულირებს ქოლესტერინსა და ცხიმების შემცველობას, ათეროსკლეროზისა და გული იშემიური დაავადებების საუკეთესო პროფილაქტიკაა

* ასტიმულირებს სიმაღლეში ზრდას

* აახალგაზრდავებს უჯრედებს და ა.შ


image











სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


{თქვენთვის საინტერესო}


1. “ახლა გამოდით რომელიმე და მითხარით, რომ ნარკოდამოკიდებულები მხოლოდ საკუთარ თავს ვნებენ, ” – ხათუნა პაიჭაძე

2. საუკუნეების განმავლობაში არ იცვლებიან! - 17 საინტერესო ფაქტი მუმიების შესახებ

3. ზოდიაქოს ნიშნები ღმერთები რომ ყოფილიყვნენ... - საოცარი ილუსტრაციები

4. ერთი ემოციური ისტორია ემიგრანტისა, რომელიც გულგრილს არ დაგტოვებთ!

5. დიდგულა(ანწლი) - გაზაფხულის მიწურულს ყვავილობს, ზაფხულში აუცილებლად მიირთვით!

0
1007
6-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
1007
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0