სხვა აპრილის თვის ასტროლოგიური პროგნოზი-კირჩხიბი 2012, 6 აპრილი, 11:24 პლანეტათა განლაგება თვის განმავლობაში მიუთითებს, რომ თქვენთვის მეტად მნიშვნელოვანი იქნება შინაგანი განცდები, განსაკუთრებით პირადულ ურთიერთობებში. მოსალოდნელია ახალი გრძნობების გაჩენა, რომელთაც არ გაახმაურებთ, ასევე ფარული სასიყვარულო რომანი. კარგი თვეა სასიამოვნო დასვენებისთვის. გართობა ხელს შეუწყობს ძალების და სასიცოცხლო ენერგიის სწრაფ აღდგენას. თვის პირველ ნახევარში რეკომენდებული არ არის მოგზაურობის დაგეგმვა, რადგან სხვადასხვა უსიამოვნო წვრილმანი განწყობას გაგიფუჭებთ. თვის მეორე ნახევარი მეტად შესაფერისია მოგზაურობისთვის, ამ დროს ღრმად გააცნობიერებთ და დაფიქრდებით ცხოვრების მიზანზე, გაიუმჯობესებთ საზოგადოებრივ რეპუტაციას. ხელსაყრელი დღეები:8, 9, 16, 17, 26, 27, 28. არახელსაყრელი დღეები: 6, 7, 12, 13, 19, 20. 95 შეფასება არ არის
|