სხვა მდედრმა დელფინმა პირდაპირ წარმოდგენის დროს გააჩინა შვილი (საინტერესო ვიდეო) 2018, 19 ივნისი, 16:44 გასაოცარი და სასიამოვნო შემთხვევა მოხდა გუშინ ოდესის დელფინარიუმში: მდედრი დელფინი უშუალოდ წარმოდგენის დროს გახდა დედა. მაყურებლები ახლადდაბადებულ პატარას აპლოდისმენტებით შეხვდნენ.
![]() ძნელი სათქმელია, თუ რატომ მიაღებინეს შოუში მონაწილეობა მშობიარობის პირას მისულ დელფინს, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: შუა წარმოდგენის დროს მომავალი დედა ჯგუფს გამოეყო და აუზში წრიული მოძრაობა დაიწყო. ![]() ცოტაოდენი ხნის შემდეგ მაყურებლებმა შეამჩნიეს, რომ დელფინის გვერდით წყალი წითლად შეიღება და უცნაური შავი ლაქა გაჩნდა. რამდენიმე წამის შემდეგ კი ახალშობილმა დელფინმა უკვე დედის გვერდით დაიწყო ცურვა. ![]() სასიამოვნო მოვლენის შესახებ წარმოდგენის წამყვანმა მიკროფონში გამოაცხადა. მაყურებლები მხურვალე ტაშით შეხვდენ ახალი სიცოცხლის მოვლინებას. 238 6-ს მოსწონს
|