ტესტები ვის ხედავთ სურათზე? - ტესტი, რომლითაც გაიგებთ გჭირდებათ თუ არა სათვალე 2018, 19 ივნისი, 11:52
ეს მცირე ექსპრეს-ტესტი ძალიან ეფექტურია და სულ რამდენიმე წამში გიჩვენებთ, გაქვთ თუ არა მხედველობის პრობლემა და გჭირდებათ თუ არა სათვალის ტარება.
თქვენს წინაშეა ცვალებადი გამოსახულება, რომელიც მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სტუდენტებმა შექმნეს. მასზე გენიალურ ალბერტ აინშტაინს ანაცვლებს მშვენიერი მერილინ მონრო. თუმცა ეს არ არის უბრალოდ ოპტიკური ილუზია. იგი განკუთვნილია ადამიანის მხედველობის ტესტირებისთვის და გეხმარებათ დაადგინოთ, გჭირდებათ თუ არა სათვალე. თქვენ თავად შეგიძლიათ გაიაროთ ეს ექსპრეს-ტესტი და შეამოწმოთ თქვენი მხედველობა. დაჯექით მონიტორის წინ და შეხედეთ სურათს. თქვენ ალბერტ აინშტაინს უნდა ხედავდეთ. შემდეგ მოშორდით თანდათან მონიტორს - აინშტაინი მშვენიერ მერილინად უნდა გადაიქცეს. ამ სურათის შექმნისას სპეციალისტებმა გააერთიანეს მერლინ მონროსა და ალბერტ აინშტაინის გამოსახულებები. ფიზიკოსის ფოტო შედგება მეტი რაოდენობით პიქსელებისგან, ამიტომ მასზე შეიძლება დაინახოთ ყველა დეტალი: ულვაშები, ნაოჭები და ა.შ. მსახიობის გამოსახულება კი უფრო ბუნდოვანია, რადგან ნაკლები რაოდენობის პიქსელებს შეიცავს და შედეგად მხოლოდ ზოგადი ნაკვთების დანახვაა შესაძლებელი. სურათის გადიდებისას ყველა დეტალი ხდება უფრო ნათელი ისე, თითქოს თავად უახლოვდებით მას. თუ კარგი მხდეველობა გაქვთ, გადიდებისას მერლინის სახე აინშტაინად გადაიქცევა. ხოლო თუ მერლინი არ იცვლება, მაშინ დროა ოკულისტს მიმართოთ. ასევე დაგაინტერესებთ: 1. იცით რას ნიშნავს თქვენი ბინის ნომერი და რა გავლენას ახდენს თქვენს ცხოვრებაზე? - გაითვალისწინეთ! 2. არასოდეს გარეცხოთ ჭურჭელი სტუმრად ყოფნისას! - ეს ყველამ უნდა იცოდეს! 3. რატომ არ შეიძლება სახლში ობობას მოკვლა - ეს ბევრმა არ იცის! 4. გამოიცანით, რომელია ქალის ხელი - ტესტი, რომელიც საკუთარ თავზე ბევრ რამეს გაგაგებინებთ 5. რატომ აქვს ბანქოში გულის მეფეს თავში გარჭობილი ხანჯალი - დაფიქრებულხართ? 6. საით მირბის მამაკაცი?- დააკვირდით სურათს და გაიგეთ, ქალის აზროვნება გაქვთ თუ კაცის 7. მეცნიერებმა გაარკვიეს ქალის იდეალური ცეკვა, რომელიც მამაკაცებს ყველაზე მეტად მოსწონთ (+ვიდეო) 1436 6-ს მოსწონს
|