საზოგადოება მამაკაცი დედის კუბომ მოკლა(ვიდეო) 2018, 18 ივნისი, 8:01 ტრაგედია დატრიალდა ინდონეზიაში, დაკრძალვის ცერემონიის დროს, როგორც Kabar News-ი იუწყება, 15 ივნისს კუნძულ სულავესიზე სამგლოვიარო პროცესიის დროს მამაკაცებს კიბეებზე აჰქონდათ გარდაცვლილი ბერტა კონდორურას ცხედარი სპეციალურ პოსტამენტზე, მაგრამ მოულოდნელად კიბე ჩაიმტვრა და კუბო ჩამოვარდა, რომელიც გარდაცვლილის 40 წლის შვილს, სამენ კონდორურას ზედ დაეცა, მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ინციდენტის შედეგად კიდევ რამდენიმე ადამიანმა მიიღო ტრავმები. იხილე ვიდეო56 5-ს მოსწონს
|