x
image
Lerato
13 ჯოჯოხეთური მოწყობილობა, რომლებსაც ქალები გასულ საუკუნეში იყენებდნენ

image

იმ პერიოდში სილამაზე ნამდვილად მსხვერპლს მოითხოვდა! ამაში თავად დარწმუნდებით, როდესაც იმ საშინელ მოწყობილობებს ნახავთ, რასაც XX საუკუნის დასაწყისში სილამაზის სალონებში იყენებდნენ.


1. ტუმბო აკნესთვის

image

ფერიმჭამელები ხელით რომ არ ამოეღოთ, 1930-იან წლებში ეს აპარატი გამოიგონეს. ის იწოვდა ფერიმჭამელებს და კანს გლუვსა და მიმზიდველს ხდიდა. თუმცა, ამ მოწყობილობის წნევის კონტროლი ძალიან რთული იყო.


2. ჭორფლების მოსაყინი აპარატი

image

ეს კადრი ალბათ საშინელებათა ფილმიდან გგონიათ. სინამდვილეში, ეს აპარატია, რომელიც ჭორფლებს ნახშირორჟანგის მეშვეობით ყინავდა. უსაფრთხოების მიზნით, პაციენტს თვალებსა და ნესტოებში საცობებს უკეთებდნენ. სუნთქვა მხოლოდ სპეციალური მილის საშუალებით იყო შესაძლებელი.



3. გიგანტური ფენი

image

ასეთი უჩვეულო უზარმაზარი ფენი გამოიყენებოდა გასული საუკუნის 20-იან წლებში.


4. თმის დასახვევი მანქანა

image


ასეთი მოწყობილობა თმის ქიმიურად დახვევისთვის გამოიყენებოდა გერმანიაში 1920 იანი წლების დასასრულს.


5. გასათბობი ნიღაბი სახისთვის

image

ეს ელექტრო ნიღაბი შეიქმნა ХХ საუკუნის 40-იან წლებში. ის ათბობდა სახეს, სტიმულირებას უწევდა სისხლის მიმოქცევას და კანი გამოიყურებოდა უფრო ჯანსაღად და ახალგაზრდულად.


6. გასახდომი სავარძელი

image


1940-იან წლებში ძალიან პოპულარული იყო გასახდომ სალონებში სიარული. თითოეულ ასეთ სალონში წონის დაკლების საკუთარ მეთოდს იყენებდნენ. ერთ-ერთი მათგანი – გასახდომი მანქანა, წარმოადგენდა სავარძელს, რომელიც მომხმარებელს ფეხებზე მასაჟს უკეთებდა მეტალის გორგოლაჭების მეშვეობით.


7. აპარატი მაკიაჟის კორექციისთვის

image


ეს საშინელი აპარატი შექმნა საკულტო კომპანია Max Factor-მა, იმისათვის რომ სწრაფად მოეხდინათ მაკიაჟის კორექცია.


8. ჰელენ რუბენშტეინის ნიღბები

image


ჰელენ რუბენშტეინი კოსმეტიკური ხაზის დამაარსებელი იყო. ფლობდა სალონებსა და მაღაზიებს შეერთებულ შტატებში, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში. მან პირველმა მოახდინა კანის კლასიფიცირება ტიპის მიხედვით – მშრალი, ნორმალური, ცხიმიანი. მის საავტორო ნიღბებს გამოიყენებდნენ თითქმის ყველა კოსმეტიკური პროცედურის დროს.


9. მზისგან დამცავი მოსასხამი

image


1940-იან წლებამდე მზისგან დამცავი კრემები არ არსებობდა. თუმცა მზის სხივების მავნებლობაზე უკვე ჰქონდათ ამ პერიოდში ინფორმაცია. პლაჟებზე მზისგან ერთადერთი დამცავი ასეთი მოსასხამი იყო, თანაც, ჩამონტაჟებული მზის სათვალით.


10. მანქანა – გორგონა

image


გასული საუკუნის 30-40-იან წლებში მოდაში იყო პრიალა მბზინავი კულულები. სასურველი შედეგის მისაღებად, ქალებს უწევდათ საათობით ჯდომა თავზე დამაგრებული ასეთი მოწყობილობით. სხვათა შორის, იაპონიისა და კორეის ზოგიერთ სალონში ასეთ ტექნიკას დღემდე იყენებენ.


11. გლამურული ქუდი

image


სინამდვილეში, ეს სულაც არ არის ქუდი. ამ საშინელ აპარატს გამოიყენებდნენ თავის ირგვლივ ატმოსფერული წნევის დასაწევად, იმ მიზნით, რომ სახის კანს ვარდისფერი შეფერილობა ჰქონოდა.


12. ნიღაბი ნაბახუსევზე

image


ეს უცნაური ნიღაბი კომპანია Max Factor- მა გამოიგონა. პატარა პლასტმასის კუბიკებში შესაძლებელი იყო წყლის ჩასხმა და გაყინვა.


13. რეზინის ნიღაბი სახის კანის დასაჭიმად

image


რეზინის ნიღბები გამოჩნდა გასული საუკუნის 20-იან წლებში. მისი დანიშნულება იყო სახის კანის დაჭიმვა და დეფექტების გამოსწორება.


ასევე დაგაინტერესებთ:


რა კავშირია ხერხემალსა და ჩვენი სახის ახალგაზრდობას შორის. ის, რაც აქამდე არ იცოდით!


7 დაავადება, რომელსაც მჯდომარე ცხოვრების წესი იწვევს. რა უნდა გავაკეთოთ ამის თავიდან ასაცილებლად


საკვები სოდა უნაკლო სახის კანის მისაღებად. შედეგი გაგაოცებთ!


20 მნიშვნელოვანი რჩევა კოსმეტოლოგისგან თქვენი კანისა და თმის სილამაზისთვის


პროდუქტები, რომელიც ახალგაზრდობის ჰორმონს შეიცავს


კოსმეტიკასთან დაკავშირებული შემაძრწუნებელი ფაქტები


როგორ შევინარჩუნოთ ლამაზი სხეული 40 წლის შემდეგ – ექსპერტთა რჩევები

4
755
10-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
755
  
2018, 23 ივნისი, 19:00
ძალიან საინტერესოა
2018, 23 ივნისი, 0:00
:))) გამეცინა კომენტარზე
2018, 19 ივნისი, 11:24
შევწუხდი...
0 1 4